• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ადამიანი “დეიქცა და წეიქცა”, “უნისონი” შეუწყვეტს დაზღვევას და 5 დღეში 1 წლის სადაზღვევო პრემიას გადაახდევინებს!!!”

ალია ავტორი - ალია
17:52 01-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

ექიმი მარიკა ჩხიკვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მე თქვენ მოგითხრობთ ამბავს საოცარს სადაზღვევო კომპანია “უნისონის” შემოთავაზებაზე.
გუშინ მირეკავს უცხო ნომერი. ვპასუხობ და მესალმება ახალგაზრდა კაცის ხმა, გამარჯობა, მე ვახო ვარო და მთავაზობს ავტომობილის დაზღვევას.
ოჰ, გაგახაროს ღმერთმა ვახო, კაკ რას ავტო-დაზღვევის ამბებს ვარკვევთქო ვუთხარი და ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებაც ვკითხე. “უნისონის” სამმა წარმომადგენელმა ჩამომირაკრაკა დაზეპირებული ტექსტი. რაღაცნაირად ჩავაკვეხე სიტყვა და ვუთხარი, რომ ხელშეკრულება გადმოეგზავნათ ელ-ფოსტის მისამართზე. ამ საღამოს წავიკითხავ ხელშეკრულებას, პირობებს გავეცნობი და ხვალ გეტყვით პასუხსთქო.

მოკლედ, საღამოს მომივიდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება ვინმე ირაკლი კეკუასგან. წავიკითხე და შევჩერდი 5.2. პუნქტზე. ბევრჯერ წავიკითხე ეს პუნქტი, სადაც წერია, რომ თუ მე რაიმე მიზეზით შევწყვიტე ჯანმრთელობის დაზღვევა, ვალდებული ვარ მაინც გადავიხადო მთელი წლის თანხა (ე.წ. სადაზღვევო პრემია) და თან, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში უნდა დავფარო სრულად❗❗❗ არ აქვს მნიშვნელობა სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა თუ არა ჩემი სამედიცინო მომსახურებები (ე.წ. ზარალი), თუ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, ყველა ვარიანტში უნდა გადავიხადო სრული თანხა.
დადგა ხვალ და დამირეკეს.
ვუთხარი, რომ 5.2. პუნქტი იყო აბსურდული, რომ ამ პუნქტის გამო ხელშეკრულების მიხედვით ჩემი უფლებები არ არსებობს და ვარ დაუცველი. ვთხოვე კორექტირება გაეკეთებინათ, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. სიტყვაზე მენდე, მანდ კი წერია, მაგრამ არავინ გადაგახდევინებს მთელი წლის ფულსო, “დამამშვიდა” ირაკლიმ და მე მას ვერაფრით შევასმინე და გავაგებინე, რომ ხელი ხელშეკრულებას უნდა მოვაწერო და არა ჩემი და ირაკლის სატელეფონო შეთანხმების ჩანაწერს.
დედამიწელი ვარ მე და ვხვდები, თუ ზარალი აუნაზღაურა კომპანიამ დაზღვეულს და ამ უკანასკნელმა სადაზღვევო კომპანიის თანხის გამოყენების შემდეგ ეგრევე შეწყვიტა ხელშეკრულება, რაღაც თანხის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ხელშეკრულებაში ესა თუ ის შემთხვევა არ განიხილება – თუ დარჩა ადამიანი უმუშევარი, თუ დაუდგა ფინანსური კრიზისი, თუ “დეიქცა და წეიქცა”, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდად დასაშვებია, ან თუ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა და საკუთარი ინიციატივით მიმართა “უნისონს” ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, შეუწყვეტენ დაზღვევას, მაგრამ 5 დღეში უნდა დაფაროს სრული, 1 წლის სადაზღვევო პრემია!!! ?
ადამიანებო, ვიდრე დაეზღვევით “უნისონში”, იხილეთ პუნქტი 5.2. ?

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , მე ვფიქრობ, რომ ეს ხელშეკრულება შეიცავს კაბალურ პუნქტს და დანაშაულებრივია, თქვენ?
UNISON • უნისონი ეს ხელშეკრულება საჭიროებს კორექტირებას!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved