• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო ორგანოების სრული უმოქმედობა გარემოს დაცვის საკითხებზე – კახა კოჟორიძე

ალია ავტორი - ალია
13:55 09-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

„ლელოს“ ხაშურისა და ქარელის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და  ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. 

კახა კოჟორიძის განცხადებით, გარემოს დაცვა, მოქალაქეებისა და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა „ლელოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

„დღეს, როდესაც  ტყე ნადგურდება, წყალი ბინძურდება, ნაგავში იხრჩობა სოფლები და ქალაქები, სახელმწიფო უმოქმედოა, თვალს ხუჭავს, არაფერს აკეთებს, არ იცავს ჯანსაღი გარემოს, არ იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, არ უფრთხილდება ჩვენი შვილების მომავალს. რაში გამოიხატება ეს უპასუხისმგებლობა და სრული უმოქმედობა, ნათლად დასტურდება ხაშურისა და ქარელის მაგალითზე,”-აღნიშნა კოჟორიძემ და ქვეყანაში ტყის უკანონოდ სარგებლობაზეც ისაუბრა.

“ისე, როგორც მთელ საქართველოში, ხაშურსა და ქარელში, ასევე ხშირია  ტყით უკანონოდ სარგებლობა, ტყის დაცვისა და მოვლის წესების დარღვევა, წყლის დაბინძურება, ტყის დანაგვიანება, გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა. ხშირი ფაქტების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, პრაქტიკულად, არის ნულოვანი.
ლელოს ხაშურისა და ქარელის ოფისებმა გამოვითხოვეთ  ინფორმაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ოფიციალურად მიღებული ინფორმაციის თანახმად:
1. ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ არც ხაშურში და არც ქარელში არც ერთხელ არ მოხდა რეაგირება გარემოს დაცვის ნორმების დარღვევაზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [,,ასკ“] 69-ე მხ.)
2. ასევე, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ხე-ტყის დამზადებისას ტყით სარგებლობის წესების დარღვევაზე (აღნიშნული კოდექსის 63-ე მხ).
3. ასევე, 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესების დარღვევაზე.
4. ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ასევე არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებიათ ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება – დაზიანების კუთხით.
5. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის მხოლოდ 2-2 ფაქტია დაფიქსირებული 2019-2020 წლებში, ხოლო ქარელში ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი მხოლოდ 1 ფაქტი გამოავლინეს, 2018 წელს.
ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელიც უნდა შევცვალოთ. პირველ რიგში, “ლელო” განახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რათა ამაღლდეს ცნობიერება და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს. ამასთან, ,,ლელოს მარშალის გეგმის“ თანახმად, გამკაცრდება გარემოს დაცვითი რეგულაციები, და რაც მთავარია, ჩვენ უზრუნველვყობთ ამ რეგულაციების ამოქმედებას. “ლელოს” მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებები დაიცავს ჩვენს გარემოს, ჯანმრთელობას და ჩვენი შვილების მომავალს,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თეგები: კახა კოჟორიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved