• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემს გვერდით 11 თვის გოგონაა, ოჯახთან ერთად მკურნალობს…”- რას წერს ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
18:55 09-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემი კლასტერი არ არსებობს. მიხარია ეს.

გუშინ საღამოს მტკიოდა არაფერი და ყველაფერი. ამას ქვია საერთო სისუსტე ალბათ, რომელიც ვირუსს ახასიათებს.

ხველა მომემატა, ცოტა თვალები ჩამიწითლდა, მაგრამ სიცხე არ მაქვს. ისევ მიკეთებენ დექსას და დამათხელებელს. ხველის საწინააღმდეგო სიროპი. ინჰალაცია. და ტკივილგამაყუჩებლები. გუშინ პირველად მეძინა მთელი ღამე და ახლა გავიღვიძე. უძილობა არის ძალიან არასასურველი რამ და იმუნურ სისტემას ძალიან აზიანებს. ამიტომ აუცილებელი იყო უბრალოდ, რომ გუშინ დამეძინა. მომცეს საძილე საშუალებები და დამამშვიდებლები, იმიტომ რომ ყოველთვის არ ვარ აღმაფრენა ხასიათზე და ხანდახან ნერვები მღალატობს…

ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა არაა მარტივი. არაა მარტივი კი არადა, ძალიან ძნელია. ვირუსს ვერ გავექცევით. აგერ, მე ხომ სულ მისგან გავრბოდი და ხომ ვერ გავექეცი? ვირუსი უნდა მოვიშინაუროთ და მასთან თანაცხოვრება ვისწავლოთ. მე მგონია, რომ მკურნალობის პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც 20 წუთიანი გასვლები, მკაცრი წესების დაცვით, ეკიპირებით და თანხმლები პირების მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვების მკურნალობა ჩაკეტილ სივრცეში უბრალოდ წარმოუდგენელი მგონია.

ლევანი ძალიან კარგად არის. ისევ იღებს ანტიბიოტიკებს აბის და გადასხმის სახით. ისიც დამათხელებელს. დექსას მხოლოდ – მე. განმეორებით კატეს გაგვიკეთებენ ერთად ზეგ. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ფილტვების ზეპირად მოსმენის პრაქტიკა აქ არაა. აღჭურვილობის გამო ეს შეუძლებელია. ლევანს სულ უფრო ნაკლებად ახველებს. თუ გუშინწინ სულ ეძინა, ახლა სულ კითხულობს და ტელეფონზე ლაპარაკობს და ექიმებს ეკონტაქტება. აქ ყველას გონია, რომ მე უფრო უჟმური ვარ, არადა არაა ეგრე…

ბევრი მეკითხება ბავშვების ინფიცირების შემთხვევაში სად არიან ისინი? მშობლებთან. ერთ პალატაში გადიან მკურნალობას. ძირითადად ბავშვები მშობლებისგან ინფიცირდებიან და ერთ პალატაში ხვდებიან. ჩემს გვერდით 11 თვის გოგონაა, ოჯახთან ერთად მკურნალობს და ყოჩაღადაა. აქ ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს გუშინ. მეტს ვერაფერს გეტყვით, მგონი ვინ, სად და რამდენი წევს ჩემზე კარგად იცით ბრიფინგებიდან.

პირობები ყველგან სხვადასხვანაირია. მე ვესაუბრები ერთ-ერთ ინფიცირებულს, რომელიც ბევრად ცუდ პირობებშია. ჩვენ საჯაროობას სანამ დააბრალებთ, აქვე გეტყვით ის ინფიცირებულიც საჯარო ადამიანია და ჩემზე ბევრად ცნობადი.

იზოლაციაზე ორი სიტყვით. სიმპტომების დაწყებამდე იზოალაცია აუცილებელია. ამიტომაც არ მყავს არც ერთი ინფიცირებული. ცხადია, ჩემამდეც მოვიდა ხმები, თითქოს სამსახურში სიცხიანი დავდიოდი, მაგრამ გააზრებული მაქვს, რომ ამ ძალიან ბანალური ჭორის გარეშე არც მე დამტოვებდნენ…

გემოს რეცეპტორები ისევ ადგილზეა. საიდან ვიცი? თამუნა ყურაშვილის შემოგზავნილი ელარჯით მივხდი…”

თეგები: ვიკა ბუკიალევან გოგიჩაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved