• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხმების დაცვის კომისიამ ხელი შევუშალეთ რამდენიმე საოლქო კომისიას ჩუმად არ აერჩიათ საუბნო კომისიის წევრები – ანა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
19:33 09-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

„სტრატეგია აღმაშენებლის“  იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის, ანა კობახიძის თქმით  წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავად ამავე ფორმით არიან დანიშნული ცესკოს მიერ. კობახიძის განცხადებით  ,,ხმების დაცვის კომისიამ“ ხელი შეუშალა რამდენიმე საოლქო კომისიას, სადაც ჩუმად უნდა მომხდარიყო საუბნო კომისიის წევრების არჩევა. „სტრატეგია აღმაშენებლის“  იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ოპოციციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა შედეგს ყოველთვის გამოიღებს და არ მისცემს  ხელისუფლებას არჩევნების გააყალბების საშუალებას.

„საოლქო საარჩევნო კომისიები გუშინ და დღეს ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებს. კანონით ასეთი წევრები ნამდვილად უნდა იყვნენ პარტიული კუთვნილების გარეშე და კომისიაში მათი მუშაობა უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი, თუმცა მერამდენე არჩევნებია უკვე, ასეთ პოზიციაზე აირჩევიან სწორედ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ადმინისტრაცილი რესურსის გამოყენებით. წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავადვე ამავე მეთოდით არიან დანიშნული ცესკოს მიერ.

დღეს,  ხმების დაცვის კომისიამ ხელი შევუშალეთ რამდენიმე საოლქო კომისიას ჩუმად აერჩიათ საუბნო კომისიის წევრები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკურსის თავიდან გამოცხადებაც კი მოუწევთ.

ოპოზიციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა ვფიქრობ ყოველთვის გამოიღებს შედეგს და ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას ნაცადი ტრადიციული მეთიდებით ან ახლად მოფიქრებული მავნებლობებით არჩევნები გააყალბონ. ქართველი ხალხის ხმების დაცვას  ვაპირებთ არჩევნების დღემდე და უშუალოდ კენჭისყრის დღესაც“ – განაცხადა ანა კობახიძემ

თეგები: ანა კობახიძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved