• რეკლამა
  • კონტაქტი
12:59, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აპრილის შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა, მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და არა პირიქით შემცირებულიყო” – სერგო ჩიხლაძე მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე

ალია ავტორი - ალია
20:58 09-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

„სტრატეგია აღმაშენებლის“  ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შემქნილ ეპიდვითარებას აფასება და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტორი შექმნილი კრიზისული მდგომარეობისდასაძალევად. ასევე ბუნდოვანია როგორია სახელმწიფო სტრატეგია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, უფრო მეტიც, მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავი  მონაცემებით გაჯერებულ განცხადებებზეც საუბრობს. 

„ჩვენ რომ შევაფასოთ ჯანდაცვის სფეროს და ზოგადად სახელმწიფოს სტრატეგიას კოვიდ 19-ის წინააღმეგ საბრძოლველად ამისათვის ჩვენ ჯერ უნდა ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. მათი   გამოსვლები რომ შევაფასოთ, ხშირ შემთხვევაში, მათი  ცალცალკე განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებითაა გაჯერებული. მთავრობის მტკიცებით, მობილიზებულია  784 საწოლი, მაშინ როცა, რამდენიმე დღის წინ  ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 600 საწოლია მობილიზებული, უფრო მეტიც, აპრილში აცხადებდნენ,რომ  3 500 საწოლიამობილიზებული და კიდევ 10 000 მობილიზებააშესაძლებელი. როგორც ირკვევა, მათ მიერ დასახელებულ ციფრებში საკმაოდ დიდი განსხვავებაა, მით უფრო აპრილის მონაცემებსა და ახლანდელ მონაცემებს შორის. აპრილის შემდეგ გავიდა 5 თვეზე მეტი და მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და არა პირიქით შემცირებულიყო“, – მიაჩნია ჩიხლაძეს. 

მისივე განცხადებით, კოვიდ 19-თან სარძოლველად, ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო ინფორმაციის მიწოდება და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჯანდაცვის სამინისტროს ივნისი-აგვისტოს ახალ სამოქმედო გეგმაში ამ საკითხს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია და ამ მხრივაც სერიოზული ჩავარდნა აქვს. 

„განსაკუთრებით კი, რეგულაციების მოხსნის შემდეგ,  რეგულაციების შესრულებასა და ზედამხედველობაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ახალი საინფორმაციო კამპანია, კლიპი, სოციალური რგოლი და ა.შ. სამინისტროსგან მოსახლეობას არ მიუღია, მათ არ იციოდნენ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი ზაფხულში, ამ მხრივ არაფერი არ გაკეთებულა და ამას თავადაც აღიარებენ. კორონა ვირუსი არსად წასულა და ამაზე ყველა ვთანხმდებით, იმაზე ლაპარაკი რომ  10-15-20 და 30 შემთხვევა შეიძლება ყოველთვის იყოს, ესეც მისაღები მაჩვენებელია.სწორედ ამ პირობებში გვჭირდებოდა ჩვენ მეტი მობილიზება, მეტი ინფორმირებულობა და მთავრობის მხრიდან მეტი მომზადება, რომ გეომეტრიული პროგრესით არ წასულიყო დღეს არსებული ციფრები. კოვიდ შემთხვევები რა თქმა უნდა იქნებოდა, თუმცა არავინ ჰქმნის ილუზიას, რომ ინფიცირებულთა რიცხვი განულდებოდა ან სულ ერთ მაჩვენებელზე ჩამოვიდოდა. სწორედ, მოსალოდნელი შედეგისთვის იყო საჭირო მომზადება,“ – აცხადებს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ სწორი საინფორმაციო კამპანია და სპეციალური მომზადება რა თქმა უნდა, შეცვლიდა დღეს არსებულ შედეგს.

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved