• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრიმინალური ავტორიტეტების” შურისძიება – ფეიქრიშვილების აფეთქების გეგმის სკანდალური დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:36 01-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,118

გიორგი და დავით ფეიქრიშვილების განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული 7 პირისა და მკვლელობის შესაძლო შემკვეთის შესახებ „ნიუპოსტისთვის“ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 6 მოქალაქე აიყვანეს, სპეცოპერაცია ჩატარდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რა დროსაც უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

„ნიუპოსტის“ წყარო ყვება, რომ უკრაინაში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მიერ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაციის შესახებ ძმებმა თავიანთი წყაროებით გაიგეს და ქართველი სამართალდამცავები საქმის კურსში ჩააყენეს.

შესაბამისად, სუსშივე დაიგეგმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენა, მათი ფარულად ჩაწერა და ბოლოს დაკავება.

აღსანიშნავია, რომ ძმები – გიორგი და დავით ფეიქრიშვილები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სუს-ის მიერ გამოყოფილი დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ძმებმა დაგეგმილი აფეთქების შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, სამი თვის წინ შეიტყვეს. ფეიქრიშვილებმა ისიც იცოდნენ, რომ მათ ლიკვიდაციას კიევში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მითითებით გეგმავდნენ.

ამ დროსითვის „ნიუპოსტისთვის“ საქმის მთავარი ფიგურანტებიდან ორის ვინაობა ხდება ცნობილი – ესენია გიორგი ბიბილაური და ბექა ცინცაძე. რაც შეეხება ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს, საუბარია გავლენიან ფიგურაზე ვ. ყ.-იანზე, რომელიც უკრაინაში 2011 წლიდან იმყოფება.

საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ბიბილურსა და ცინცაძეს შეხვდა უკრაინის მოქალაქე, მათ გადასცა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვ.ყ-ს დანაბარები და თბილისში, კონსპირაციულ ბინაში დაწყო ფეიქრიშვილების გადაადგილების მარშრუტის შედგენა და მათი აფეთქების სქემაზე მუშაობაც.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, „ნიუპოსტის“ წყარო შურისძიებას ასახელებს და ამბობს, რომ საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმის გაგრძელებასთან, რადგან ცნობილია, რომ „ქურდებმა“ ძმებ ფექირიშვილებზე ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის ჩაცხრილვის შემდეგ გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქება გასულ წელსაც სცადეს. პირველი აფეთქება თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთი ძმის საცხოვრებელთან მოხდა. ფექრიშვილებს მეორედ ფალიაშვილის ქუჩაზე დაესხნენ, ორივე თავდასხმას ძმები უვნებლად გადაურჩნენ.

„ნიუპოსტის“ მკითხველისთვის ძმების გიორგი და დავით ფეიქრიშვილების გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებთან კავშირის შესახებ კარგად არის ცნობილი.

გიორგი ფეიქრიშვილი 4 წლის წინ ორ მეგობართან – გიორგი ყანჩაველთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად დააკავეს. ხმაურიანი დაკავება, ქალაქში მალევე დაუკავშირეს სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს, რადგან ჯოხაძის მკვლელობაში მსჯავრდებული ბადუკა ნათობაძე ფექირიშვილების უახლოესი მეგობარი იყო. გიორგი ფეიქრიშვილი ჯოხაძის მკვლელობასთან კავშირს დღესაც კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მის საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016 წლის სექტემბერს გიორგი ფექირიშვილთან დაკავებული გიორგი ყანჩაველი სოსო ჯოხაძის მკვლელობის დღეს, ნათობაძის ავტომობილში იჯდა.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved