• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Unicef-ის ანგარიშს მმართველი გუნდი ყურადღებას არც კი აქცევს – ქვეყანაში კი სიღატაკის საგანგაშო მაჩვენებელია

ალია ავტორი - ალია
18:10 09-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

10 სექტემბერს, “ლელოს” ლიდერმა მედეა მეტრეველმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ UNICEF- Unicef-ის ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. 
„ლელოს” ლიდერებმა ბრიფინგზე საქართველოში ბავშვთა სიღარიბისა და მოსახლეობის სიღატაკის საგანგაშო მაჩვენებელი განიხილეს. 
სოციალურად მოწყვლად და დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში ხელისუფლების ნაბიჯები არაეფექტური აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა Unicef-ის ანგარიშმა. საქართველოში მოსახლეობის 22%, ხოლო ბავშვების 28% პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა. 

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, უმძიმესი  სოციალური მდგომარეობის  გათვალისწინებით, „ლელო” სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჯერ კიდევ 2018 წელს სრული ნდობა გამოუცხადა Unicef-ის კვლევას ბავშვთა სიღარიბის თაობაზე და იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.
„წინა წელს Unicef-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ სერიოზული პოლიტიკური ძვრები გამოიწვია მმართველ ჯგუფში და  ამას მაშინდელი პრემიერ-მინისტრის შეიწირა. დღეს არსებული შედეგები არაფრით არ არის უკეთესი, თუ უარესი არა წინა მონაცემებზე. მმართველმა გუნდმა ისე „გაატარა” ეს კვლევა, რომ საუბარიც არ ისურვეს, მედიაში არის საუბარი ამ სიის 5 წარმომადგენელზე და შეიძლება პრემიერის კანდიდატად ისევ გიორგი გახარია ვიხილოთ, რომელსაც არ აუღია პასუხისმგებლობა არც Unicef-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე და არც 20 ივნისის უმძიმეს ღამეზე, რომელიც მის ბიოგრაფიაშია ჩაწერილი. ამ დროს კი აქტიურად იყენებს კრიმინალურ ძალებს, რომ ოპოზიციურ პარტიებზე და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა მოახდინონ, ეს არის მიუღებელი,”- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. 

„Unicef-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ბავშვთა სიღარიბის თაობაზე არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ვერდიქტი. მილიარდერი ივანიშვილის პარტიამ, რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში, გააღატაკა მოსახლეობა და შიმშილის პირას მიიყვანა ბავშვები,”- ასე გამოეხმაურა ბრიფინგის საშუალებით არსებულ ვითარებას „ლელოს” ლიდერი მედეა მეტრეველი. 

„გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა და შედეგები არის „ქართული ოცნების” 8 წლიანი მმართველობის განაჩენი. საბოლოო განაჩენს კი საქართველოს მოსახლეობა ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების გზით გამოუტანს ხელისუფლებას. მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, საქართველოს მოსახლეობის 22% სიღარიბეში ცხოვრობს, ბავშვების 28% ასევე უკიდურეს მდგომარეობაშია. ქვეყანაში არის  შიმშილი, ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და ქვეყანას მისცეს განვითარების საშუალება. მათ უნდა დატოვონ დაკავებული სტრუქტურები, დემოკრატიული გზით ხალხს ჩააბარონ მმართველობა და აგონ პასუხი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ხალხი ჩააგდეს 8 წლის განმავლობაში. რადგან მოსახლეობის გაღატაკება 2012 წლიდან შეგნებულად მიმდინარეობს,”-განაცხადა მედეა მეტრეველმა. 

„ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას თქმით, Unicef-ის კვლევის შედეგების გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. 
„ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ამ ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ყველაფრის გარანტი იყო ბიძინა ივანიშვილი, დღეს მივმართავ მას, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილია ყოველი მეხუთე ბავშვის შიმშილის მიზეზი, ივანიშვილია საქართველოს მასშტაბით 500 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი. დროა, ის და მისი წარუმატებელი გუნდი მოშორდეს ხელისუფლებას, თუ ამას არ გაიზიარებენ, ოქტომბერში დემოკრატიულად შეიცვლებიან და მათ ჩაანაცვლებს „ლელო”- განაცხადა ლანა გალდავამ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved