• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბა ბუაძე – „ლერი ხაბელოვი აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას და წესდების დარღვევით გეგმავს მესამე ვადით პრეზიდენტობას“

ალია ავტორი - ალია
18:00 09-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

სეოკ-ის ვადამდელი არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების” მიერ სპორტული ორგანიზაციების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას გულისხმობს

„ლელოს” მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების 2021 წელს გადადება მოითხოვა. ბუაძის თქმით, არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს „ქართული ოცნების” არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას. ბრიფინგის დასრულების შემდეგ კი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კონფლიქტური სიტუაციის შექმნას შეეცადა. საბა ბუაძის თქმით, როდესაც “ლელომ” მიმართა კომიტეტს დაგეგმილი ყრილობის გადადების მოთხოვნით, „ქართული ოცნების” დეპუტატის, შოთა ხაბარელის ვაჟი, რომელიც ამავდროულად არის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, შეგვეგებნენ შესასვლელში, სადაც გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები და დაგვადანაშაულეს ტყუილში, იცავდნენ ლერი ხაბელოვს და აცხადებდნენ, რომ ოლიმპიური წესდება კანონიერია.

„ქართული ოცნების” სახელით ლერი ხაბელოვი აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას და ოლიმპიური კომიტეტის წესდების დარღვევით გეგმავს, მესამე ვადით შეინარჩუნოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა. „ლელო” მოითხოვს, გადაიდოს დაგეგმილი ყრილობა 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ, რაც შესაბამისობაში იქნება ოლიმპიური კომიტეტის წესდებასთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიასთან. არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს „ქართული ოცნების” არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას. აუცილებელია, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან და სანდო გარემოში იმისთვის, რომ არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო იაპონიაში დაგეგმილი ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიდო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ხვალ მაინც აპირებს, ჩაატაროს საარჩევნო საანგარიშო ყრილობა, სადაც ლერი ხაბელოვი უკონკურენტოდ გეგმავს მესამე ვადით პრეზიდენტობას,”-განაცხადა საბა ბუაძემ.

„ლელოს” მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული ყრილობა ეწინააღმდეგება პანდემიასთან დაკავშირებით განათლების,მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 16 ივლისს გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებს ეთხოვათ, გადადონ დაგეგმილი და რიგგარეშე ყრილობები. „დღეს ლერი ხაბელოვის სახელი დაკავშირებულია გაუმჭვირვალე, არაეფექტურ და კორუფციულ მმართველობასთან, რომლითაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოლო წლებში დაგვამახსოვრა თავი. ზუსტად ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, მრავალფეროვან და პოლიტიკურად ნეიტრალურ გარემოში. მოვუწოდებთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, გადადოს 11 სექტემბერს დაგეგმილი საარჩევნო და საანგარიშო ყრილობა, რომელიც, კანონდარღვევის გარდა, სპორტულ ფედერაციებში განხეთქილების და უკმაყოფილების საფუძველსაც წარმოადგენს,”- აცხადებს ბუაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved