• რეკლამა
  • კონტაქტი
16:20, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ყველაფერი სჭირდება მთავრობას, რომ ჩაგვკეტონ სახლებში, რათა პროტესტი არ გამოვხატოთ“

ალია ავტორი - ალია
16:24 09-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ კლუბები, რესტორნები და ივენთ მენეჯერები დააზარალა. ქვეყანა ახლა ვირუსის მეორე ტალღას ელოდება და არის ვარაუდი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება, შესაბამისად, რესტორნები ისევ დაიხურება. დღეიდან ძალაში შევიდა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების აღნიშვნას ეხება.

პირველ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების, კინოს და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც.რამდენად სწორია, მთავრობამ შეაჩეროს სარესტორნო ბიზნესი, გააუქმოს უკვე დაგეგმილი ღონისძიებები მაშინ, როდესაც მსგავსი რადიკალური ნაბიჯები ეკონომიკასაც აზარალებს და ამ სფეროში მომუშავე პირებს უსახსროდ ტოვებს.

ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე “ნიუპოსტთან” საუბარში აცხადებს, რომ შეზღუდვები გამოსავალი არ არის, რადგან ეს შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს, რომელიც ინფექციაზე არა ნაკლებ დამაზიანებელი იქნება:

„მე თვითონაც შეძრწუნებული ვარ ამ ამბით, რადგან ღონისძიებებზე ვიყავით გადართულები და უცებ გამოგვიცხადეს, ორი დღით ადრე, რომ გვეზღუდებოდა მუშაობა და უნდა გაუქმებულიყო ყველაფერი. ამის გამო დიდი ზარალი მივიღეთ. ახლა კიდევ სარესტორნო ბიზნესების დაკეტვა რას მოგვცემს, რამეს შეცვლის? აღარ გავრცელდება ინფექცია? აღარ დაინფიცირდება ხალხი? მე რასაც ვუყურებ, ვითარება არის ასეთი – ეს ვირუსი ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიხადოთ. შეიძლება არც შეგვხვდეს, მაგრამ თუ მაინც შეგვხვდება, ვფიქრობ, არც ესაა დიდი ტრაგედია. რომ დაიკეტოს ისევ ყველაფერი, უკეთესობისკენ წავა მდგომარეობა? არა, პირიქით – დაიქცევა ქვეყანა და მას ვეღარაფერი აღადგენს. ან რას უშვრებიან ამ ხალხს, რომელიც უსახსროდ დარჩა? ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის საარჩევნო პიარი, ეს არის თემა, რომელსაც გვერდი ვერ ავუარეთ და მანამდე რომ იძახდნენ, კიდევ არ მჯეროდა და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ვეკამათებოდი აქამდე ამასთან დაკავშირებით, ახლა ნამდვილად დავიჯერე. ეს ყველაფერი სჭირდება მთავრობას, რომ ჩაგვკეტონ სახლებში, რათა პროტესტი არ გამოვხატოთ, მაგრამ ამ პროტესტს მაინც გამოხატავს ხალხი, შვილები რომ მშივრები დაურჩება, ბავშვს რომ სიცხე მისცემს და წამლის ფული არ ექნება, უარესი მოხდება. რატომ შვრებიან ამას? ალბათ წაგება უნდათ და ძალით გვაღიზიანებენ“, – აღნიშნავს თაკო დოლაბერიძე.

მენეჯერები და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები უმძიმესი ფინანსური ზარალზე ღიად საუბრობენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ რადიკალური ზომები მათთან შეუთანხმებლად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.

არ არის გამორიცხული, სფეროს წარმომადგენლებმა აქციებიც კი გამართონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved