• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
21:19 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

9 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ზუგდიდს ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. 

“ლელოს” თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დღეს არის გარდამტეხი მომენტი. ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, თუ სად გვინდა ვიყოთ ხვალ. 

“ვიყოთ ღატაკები, თუ წარმატებულები, ამ არჩევანს ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, XXI საუკუნეში იდგეს იქ, სადაც დღეს დგას. ჩვენ 30 წელი ვიარეთ იმისთვის, რომ რა შეცდომებიც დავუშვით, იგივე არ დავუშვათ და წინ ვიაროთ, წარმატებისკენ. 
რაღაც პერიოდი ალბათ სხვა სამყაროში ვცხოვრობდი, ვაშენებდი კომპანიებს, სამუშაო ადგილებს ვქმნიდი და ალბათ ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გამომრჩა. რაც დღეს ხდება, რა პირობებშიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს ცხოვრება, არის სირცხვილი და ეს უნდა გამოვასწოროთ. 
მოვდივარ კომბინატის დასახლებიდან და ამ მაგალითს ვყვები მათზე, მე დღეს ჩემი სახელით ყველას ბოდიში მოვუხადე, რადგან  ამ მდგომარეობაში ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამას მივეჩვიეთ ან მიგვაჩვიეს, მაგრამ ეს უნდა შევცვალოთ, ფუნდამენტურად. რეალურად “ლელოს” მარშალის პროგრამა საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმაა და მე ამას გპირდებით, რომ ამ გეგმით 4 წელში ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. აუცილებლად ავამოქმედებთ ანაკლიას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გააჩერა, რათა დავასაქმოთ ხალხი. ივანიშვილს კი ვეტყვი, რომ მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში. ვაფრთხილებ სუსს და სხვა პროვოკატორებს, რომ ვერ შეგვაშინებთ, ვერც მე და ვერც ჩემს გუნდს, რადგან “ლელო” ახალი რეალობისთვის იბრძვის”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ზუგდიდის ოლქში “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას თქმით, ანაკლია არის გზა, რომელიც ღირსეულად დაგვაბრუნებს აფხაზეთში. ამის გაკეთება კი მხოლოდ “ლელოს” შეუძლია. 

“მე არ მინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ჩემს მეგობარს ჩემს გვერდით დგომის ეშინიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ოპონენტი ვარ. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვაშენებდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ ძლიერი პარტიის გვერდით, რომელიც ანაკლიის პროექტის მეშვეობით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში ღირსეულად დაგვაბრუნებს”- აცხადებს ბელქანია. 


მოსახლეობის წინაშე სიტყვით “ლელოს” დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია წარსდგა და ადგილობრივებს განუმარტა, თუ რა გაუსაძლის პირობებში აცხოვრებს “ქართული ოცნება” ადამიანებს. 

“31 ოქტომბერს იმ ჭაობიდან გამოვალთ, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩასვა. ხოლო “ლელო” იქნება ის მედროშე ძალა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან გამოიყვანს. ქვეყანაში სიდუხჭირეში მცხოვრები ხალხი არის იმ ოცნების სახე, რომლებიც ქვეყანაში სიპებს და აიპებს ქმნიან, კორუფციაში იხრჩობიან და ადამიანები სიდუხჭირისთვის ჰყავთ განწირული. ჩვენ კი პირობას ვიძლევით, რომ დაიწყება წინ მიმავალი ცვლილებები. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დასავლეთისკენაა და ამ გზით ვივლით,”-განაცხადა ლევან სამუშიამ.  


“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა “ლელოს” სახით შემოდის იმისათვის, რომ ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს იმედი, რომ მომავალ თაობას ექნება განვითარების პერსპექტივა, რომ 30 წლის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ გარღვევა და ჩვენი ქვეყანა გახდეს ისეთი ძლიერი, როგორი ქვეყნისთვისაც ვიბრძოდით. რთული ოქტომბერი გველოდება წინ, რადგან რუსული მანქანა “ქართული ოცნების” სახით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოგვერევიან,”- თაზო დათუნაშვილი.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved