• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილს გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები” – მედეა მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
15:21 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი სოციალური ქსელის მეშვეობით Unicef-ის კვლევას ეხმაურება, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყანაში ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს

“თუ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისევე, როგორც 2018 წელს, ამჯერადაც ენდობა Unicef-ის კვლევებს, მაშინ პრემიერი გიორგი გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები. Unicef-მა 21 აგვისტოს გამოაქვეყნა საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე ანგარიში, რომლის მიხედვით, ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს. პანდემიით გამოწვეული ძლიერი შოკის შემთხვევაში ეს ციფრი 37.8%-ით გაიზრდება. მიზეზი ბევრია – პირველ რიგში, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და გაჩერებული ეკონომიკა, რომლის ამუშავების კონკრეტული გეგმა საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. სოციალური დახმარებები იყო 4 თვით დაგვიანებული, თვითდასაქმებულების დიდმა ნაწილმა, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ვერ მიიღო კომპენსაცია,
განსაკუთრებით დაუცველები აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც პროგრამები არც კი შეეხო,- აცხადებს მეტრეველი.


“ლელოს” ლიდერი და პარტია მოუწოდებს მთავრობას, თვითმმართველობების და სოფლების დონეზე მოახდინოს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების და ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება და ანტიკრიზისული სოციალური დახმარების პროგრამებში მათი ჩართვა, რომ არც ერთი ოჯახი და ბავშვი, რომელიც შიმშილის პირას არის, არ დარჩეს სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, შეწყდეს მოსახლეობის სოციალურ პროგრამებში შერჩევით ჩართვა და მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება. ნუ გამოიყენებთ პანდემიას ადამიანებზე ზეგავლენის იარაღად და ნუ სარგებლობთ ასე უღირსად მოსახლეობის გაჭირვებით,”- წერს მედეა მეტრეველი.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმედეა მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved