• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში უსამართლო წესით უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლეა დანიშნული – თორნიკე ართქმელაძე

ალია ავტორი - ალია
13:14 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა ნომინირების წესს.

ართქმელაძის თქმით, დღეს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს, თუ რატომ წარადგენს ამა თუ იმ პირს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო ცვლილებების შედეგად საბჭო ვალდებული იქნება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული უსამართლო წესით უკვე საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულია 14 მოსამართლე.

“მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაწყებისთანავე აქტიურად ვაპროტესტებდით მოსამართლეთა წარდგენის ამ წესს, იმავეს მოითხოვდნენ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა განსხვავებული აზრი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა წარდგენის მოქმედი წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა, თუმცა იმის გამო, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დანიშნულმა ვასილ როინიშვილმა თვითაცილება განახორციელა, ხოლო კლანის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ხვიჩა კიკილაშვილმა მხარი დაუჭირა ამ წესს, საკონსტიტუციო სასამართლოში ხმები გაიყო 4-4 ზე, რის გამოც ცვლილებები ვერ მოხერხდა. პარადოქსულია, თუმცა აშკარაა, რომ ის პოზიცია, რაც ჰქონდა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს უკვე შეცვლილია. ხელისუფლებამ სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა ის 4 მოსამართლეც კი, რომელმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს უსამართლო წესი უცვლელად დარჩენილიყო,”-აცხადებს ართქმელაძე.

ართქმელაძის განმარტებით, ახლახანს ინიცირებული კანონპროექტი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოსდა მათ სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. ქართული ოცნების ხელისუფლებას რომ ნამდვილად ეს სურდეს, ამ აუცილებელ ცვლილებებს მაშინ შეიტანდა კანონში. სამწუხაროდ, დღეს აღნიშნული ცვლილებების გატარება ვერანაირ შედეგს ვეღარ მოგვცემს ამ დაჭაობებული სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გზაზე.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved