• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა!” – (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
14:15 01-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა. მისი თქმით, ეს მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოს უპატივცემულობაა და შესაბამისი ზომების განხორციელებას მოითხოვს:

„რასაც ეს აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლი აკეთებს არის საქართველოსადმი ძალიან დიდი უპატივცემულობაა… მეზობელმა, რომელმაც უსინდისოდ წაგვართვა “დავით გარეჯი”, ახლა თავიდან ბოლომდე თავის რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური ცეკვის აზრი, ხასიათი და მთლიანი ქორეოგრაფიული სტრუქტურა… ფაქტიურად უსინდისოდ მიიტაცა ქართული ცეკვით, (ქორეოგრაფიით) ახსნილი ჩვენი ერის ისტორია… რა ლამაზად დაუდიათ თავიანთი მუსულმანური მელოდიები, მალე ვერც მივედავებით!

კითხვა მაქვს! კულტურის სამინოსტრო – როდის უნდა მოიპოვოს ქართულმა ცეკვამ ძეგლის სტატუსი? არ იმსახურებს ჩვენი ერი ამას? აბა მე-9 საოცრებად აღიარესო, რომ ყვებოდნენ ვიღაც ტანციორებისგან შემდგარი ხალვარისტები?!… ფარდები 200-ჯერ აწეულა თურმე, თუ თოკი გაიჭედა ზამბარაში?…

ეს ადრე უნდა გვეფიქრა და “იუნესკოსთან” ერთად დაგვეცვა ჩვენი ერის კულტურა, რომელიც ვინ უწყის რომელი საუკუნიდან იღებს სათავეს… არ შეიძლება რაიმე ოთახი გახსნათ სამინისტროში, სადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს დაალაგებს? მე ვითავებ, არ მეზარება და არ მინდა “ექვთიმეობა”… შევკრიბავ რამოდენიმე ადამიანს და ნახეთ 2-3 წელიწადში რა შედეგებიც გვექნება…

გული გამისკდა რაც ვნახე! ეს არის ჩვენი ერის დიდი უპატივცემულობა და ფაქტიურად ქორეოგრაფიული ანექსია…

სხვათა შორის, ეს აზერბაიჯანის ანსამბლი უფრო სუფთად და ლამაზად ცეკვავს ქართულ ცეკვას, ვიდრე ჩვენი ბევრი სახელმწიფო ანსამბლი… აი, ეს უკვე ჩვენი ქორეოგრაფიისთვის მე-4 სტადიაა…

სად არიან ამ დროს ჟურნალისტები და სატელევიზიო სივრცის პროდუსერები? იცით რამდენი მყავს აქ, ფეისბუქში მეგობრებში, მაგრამ არავინ არ ინტერესდება ამ საკითხით, ყველას აინტერესებს ის როგორ გაიპარსა ზალიკომ, ვალიკომ და შოკომ ტრაკი….

ეს ამბავი 50 წლის შემდეგ ცოდვად დაგედებათ! სადღაც სხვა ქვეყანაში გადმოხტება გადამთიელი და შენი საკუთარი ცეკვით მოიწონებს თავს… მერე ცხარე ცრემლებით დაიწყებენ ტირილს ჩვენი შთამომავალნი… ეს ხდება ახლა, 21-ე საუკუნეში… ჩვენი ოჯახი უკვე 20 წელია ამას გავიძახით და ერთი კაცი არ არის ამის დამნახავი…

აი, სომხებმა, რომ “დაისი” გაასაღეს თავის საქორწილო ცეკვად, პირველი ჩემი ოჯახი და დავით ოქიტაშვილი იყო, ვინც მართლა რეაგირება მოახდინა… ხომ დაიხიეს უკან? იყო ასეთი პრეცენდენტი და ფაქტიურად ჩვენ ეს შევძელით და ბოდიშიც მოიხადეს…

მოვითხოვ ჩვენი ერის ყველაზე აქტუალური, კულტურული მემკვიდრეობის ქართული ქორეოგრაფიისადმი კიდევ მეტ ყურადღებას… კარგია ქორეოგრაფიის მუზეუმი, მაგრამ ჩვენი ცეკვა ჯერ არ მომკვდარა, რომ მუზეუმში დავაწვინოთ! მე ვიცი როგორ ვიბრძოლოთ ასეთი ფაქტების წინააღმდეგ. ნუ გადააბარებთ ახლა ტრაკში, რომ კუილი ეპარებათ ისეთ კარიერისტებს ამ საქმეს… დროზე იმოქმედეთ დროზე! ჩვენმა კომპანიამ, გასულ წელს, “დავით გარეჯთან” დაკავშირებით გავაუქმეთ გასტროლები ბაქოში… მე პირადად არ მოვისვენებ და სათანადო ინსტანციებს დავუგზავნი წერილებს…
მერე დაიწყებთ გრიგოლ რობაქიძის უკვე გადამღერებული აფორიზმებით საუბარს: ქართული გენია როკვით განფენილიო და “რასა” არ ეყოფა არავის თურმე, რომ იცეკვოს და იმღეროს… ვერ იცეკვეს? ვერ ეყოთ რასა?

ეს ყველაფერი შობა “მონოპოლიამ” და მათმა “კერპთაყვანისცემელთა ჯგუფებმა”… კაი, შენ მაინც იფიქრე შე მონოპოლისტო გართმევენ ცეკვას! თუ შენ რომ აღარ იქნები სხვამ არ უნდა იცეკვოს და იმღეროს?! სადავეები თქვენს ხელშია და იფიქრეთ!“ – აცხადებს ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი და კონკრეტულ ვიდეოს აქვეყნებს.

https://www.facebook.com/david.potskhishvili/videos/4109012109124383/?t=0

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved