• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყანაში არსებული 135 000 გრიპის ვაქცინა მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებ” – სერგო ჩიხლაძე კოვიდ 19-ის და სეზონური გრიპის თანხვედრის პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

ალია ავტორი - ალია
13:29 09-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„სტრატეგია აღმაშენებლის“  ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოში კოვიდ 19-ის და სეზონური გრიპის თანხვედრის პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და დამსხვრეული ოცნებების მთავრობას საჭირო და გადაუდებელ ქმედებებზე მიანიშნებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ქვეყანაში გრიპის ვირუსის აცრებისთვის საჭირო ვაქცინების სამმაგი  მარაგი, ვიდრე ეს მთავრობას აქვს მომარაგებული და მთავრობას სთავაზობს, რომ გაორმაგებული სახით გაფართოვდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალი დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.„გვიახლოვდება ოქტომბრის ბოლო, როდესაც იწყება  ქვეყანაში სეზონური გრიპის აქტიური პერიოდი. ეს არის ძალიან მძიმე დრო, როდესაც სეზონური გრიპი და კორონა ვირუსი ერთმანეთს  დაემთხვევა და მოხდება ამ ორი  ინფექციის თანხვედრა. ამ პროცესების სამართავად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, კერძოდ, სათანადო რაოდენობის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგის შექმნა ქვეყანაში და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების აწყობა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოხდება დიფერენციალური დიაგნოზი, გამიჯვნა ადამიანს კორონა ვირუსი აქვს თუ  სეზონური გრიპი. მთავრობის განცხადებით,  ქვეყანაში შემოვა 135 000 გრიპის ვაქცინა, რაც მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ შარშან კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შემოტანილი იყო 140 000 გრიპის ვაქცინა, აქედან 40 000 ვაქცინამდე შემოიტანა კერძო სექტორმა. ყველას გვახსოვს როგორი მოთხოვნილება იყო შარშანაც, ადამიანები მიდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და იქ კი ფიზიკურად აღარ იყო საჭირო რაოდენობა, ვიმეორებ ეს შარშან, როდესაც არ არსებობდა კოვიდ 19. ამ ფონზე, წელს მხოლოდ 135 000 ვაქცინით  მზაობა არის მიზერულზე მიზერული და სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მოსახლეობის 4% იც ვერ შეძლებს ამის სარგებლობას, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებს თითქმის 40-50-60% იანი მზაობა აქვთ მარაგების კუთხით, “ – აცხადებს ჩიხლაძე და მეორე მიმართულების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ლაბორატორიათა ქსელის გაფართოვებას ითვალისწინებს, სადაც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალი დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.

ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ იმ ტემპებით და ორგანიზებით რასაც მთავრობა აჩვენებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემები როგორც ეპიდემიის მართვაში, ასევე პაციენტთა ნაკადის მართვაში.

„ასევე, არასაკმარისია იმ ლაბორატორიების რაოდენობა სადაც დიფერენციალური დიაგნოსტიკა მოხდება-კორონავირუსია თუ სეზონური გრიპი. მხოლოდ 21 ლაბორატორია , რასაც მთავრობა ამზადებს. არასაკმარისია და შექმნის პირდაპირი გაგებით ქაოსს, რადგან წელს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობას ექნება საჭიროება მსგავსი ტესტირების ჩატარების,“ – მიაჩნია სერგო ჩიხლაძეს.აქედან გამომდინარე, სტრატეგია აღმაშენებელი  2 კონკრეტული მოთხოვნით, ერთგვარი ინიციატივით გამოდის.„პირველი, სასწრაფოდ დაიწყოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკება რომ მინიმუმ 3 ჯერ მეტი რაოდენობის გრიპის ვაქცინა შემოვიდეს ქვეყანაში, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მინიმალური მოთხოვნილება მაინც. 135 000 ვაქცინა მინიმალური მოთხოვნებისთვისაც კი არ არის საკმარისი! ამავე დროს,  დაიწყოს დროული მოლაპარაკება კერძო სექტორთანაც, მიეცეთ მათ მკაფიო ინსტრუქცია, რომ მათაც უზრუნველყონ თავიანთ ქსელებში ვაქცინის შესაბამისი რაოდენობის არსებობა. მეორე, სასწრაფოდ გაფართოვდეს, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციული დიაგნოსტიკა, და გაირკვევა არის გრიპის ვირუსი, თუ კორონავირუსული ინფექცია. 21 ლაბორატორია არ არის საკმარისი და ეს ნაკლოვანება შექმნის სრულ ქაოსს და პანიკას მოსახლეობაში, რადგან კიდევ ვიმეორებ წელს იქნება გაზრდილი მოთხოვნა და საჭიროება როგორც ვაქცინებზე, ასევე დიაგნოსტიკურ პროცედურებზე. სტრატეგია აღმაშენებელმა ჯერ  კიდევ აპრილში წარმოვადგინეთ ალგორითმი, მექანიზმი თუ როგორ უნდა დაიქსელოს მთელი ქვეყანა სადიაგნოსტიკო პუნქტებით, რომ მოსახლეობას დიაგნოსტიკა-ტესტირებაზე არ შეექმნას პრობლემები,“ – აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი.

სტრატეგია აღმაშენებელი მიიჩნევს რომ ამ 2 ინიციატივის წარმატებით განხორციელების და კარგად მომზადების პირობებში, შესაძლებელი იქნება ამ ორი ინფექციის თანხვედრის პირობებში, პროცესების ეფექტური მართვა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved