• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნდა ეკეთოთ თუ არა ნიღბები ბავშვებს სკოლაში? – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:37 09-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“სერიიდან: ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსის შესახებ❓

უნდა ეკეთოთ თუ არა ნიღბები ბავშვებს სკოლაში?

ბევრი მშობელი ღელავს იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ბავშვებს მიეცათ უფლება არ ატარონ ნიღბები სკოლაში. მე ვფიქრობ, განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება იყო სწორი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

1. ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ, მიუხედავად მშობლების მითითებისა, ნიღაბს კიდებენ ხელს და აბინძურებენ. როდესაც ბავშვი იგრძნობს დისკომფორტს პირბადის ტარებისას (და ეს დისკომფორტი პირბადის გამოყენებას ნამდვილად ახლავს), მაღალი ალბათობით ხშირად მოიხსნიან, განსაკუთრებით შესვენების დროს და მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდებათ თითოეული ბავშვი აკონტროლონ ამ მიმართულებით. დროებით მოხსნილ პირბადეს შეეხებიან ჭუჭყიანი ხელით, ჩაიდებენ ჯიბეში, შეიძლება ძირს დაუვარდეთ და ისევ აიღონ. შემდეგ ეს დაბინძურებული პირბადე ისევ მოხვდება სახეზე და გადაიქცევა მიკროორგანიზმების წყაროდ.

2. ბავშვები ხშირად დარბიან სკოლის ეზოში/დერეფნებში და იოფლებიან. დანესტიანებული პირბადე დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. ამის რეგულირება სკოლაში გართულდება.

3. პირბადეს ვერ გამოიყენებენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების (განსაკუთრებით სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების) მქონე ბავშვები. ამიტომ მოსაწავლეებს შორის ასეთები აშკარად გამორჩეულები აღმოჩნდებიან და ეს გარკვეულად სტიგმასთან იქნება დაკავშირებული. ანუ ყველასთვის გასაგები გახდება, რომ თუ ბავშვს არ უკეთია პირბადე, მას რაღაც პრობლემა აქვს. ბავშვის მიერ ასეთი ფაქტები მწვავედ აღიქმება. და სტრესული იქნება.

P.S. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში ჰიგიენური პირობების დაცვა და ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. მოწესრიგებული სველი წერტილები, ხელის საპნით დაბანის და გაშრობის საშუალება გადამწყვეტია ინფექციურ დაავადებებთან, მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში.”

თეგები: კორონავირუსიმაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved