• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქორწილი ვენახში მინდოდა” – ვინ არის წყვილი, რომლის ქორწილზეც ყველა ლაპარაკობს

ალია ავტორი - ალია
18:14 09-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში კახეთში გადაღებული ფოტოები ვრცელდება. ფოტოები ახალგაზრდა წყვილის ელენე ზაუტაშვილის და ალექსანდრე დეკანოსიძის ქორწილში არის გადაღებული. საზოგადოების ყურადღება კი იმით მიიპყრო, რომ ულამაზესი საქორწინო სუფრა არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ ვენახში იყო გაშლილი.

საქორწინო წვეულების ორგანიზატორი ცნობილი ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე და ნინო კიკალიშვილი გახლდათ. წვეულების გაფორმებაზე ანი პირველმა და მარიკა დანელიამ იზრუნეს.

„პრაიმტაიმი“ თაკო დოლაბერიძეს ესაუბრა.

– როგორც იქნა მოიხსნა შეზღუდვები და შეგვიძლია წვეულებების ჩატარება. ოღონდ ერთი პირობით, ყველა რეგულაცია ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს დაცული. სტუმრებმა უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და ა.შ.

ჩემი აზრით ქორწილებში და დაბადების დღეებზე, სტუმრების რაოდენობა კორონავირუსის გამოჩენამდეც უნდა შეზღუდულიყო, რადგან ქართველები ყველა ერთმანეთს იცნობს და ვისაც იცნობ აუცილებელი არ არის ყველა დაპატიჟო.

ქორწილის სტუმრებს შორის ყოფილი მაღალჩინოსნებიც იყვნენ

ასეთ დროს სტუმრებიც უფრო კარგად ერთობიან და წვეულებებიც საინტერესო ხდება.

– თაკო, ცნობილია რომ კარანტინის გამოცხადების შემდეგ არაერთი დაგეგმილი ღონისძიება გაგიუქმდათ, ახლა დაიწყეთ ეტაპობრივად მათი ჩატარება?

– მე მქონდა ღონისძიებები შეკვეთილი რუსეთიდან, უკრაინიდან და ევროპიდან. შესაბამისად სანამ ფრენები სრულად არ აღდგება, ჩაშლილ ივენთებს ვერ ავანაზღაურებ.

ერთ-ერთ უმსხვილეს უკრაინულ კომპანიას, სურდა რამდენიმე დღიანი კორპორატიული ღონისძიება ჩაეტარებინა საქართველოში. ჯერ თბილისში, შემდეგ სვანეთში, ბათუმში და ბორჯომში გვქონდა დაგეგმილი მათთვის ღონისძიებები, მაგრამ ჩაიშალა.

დაახლოებით 15 ასეთი ღონისძიება გამიუქმდა, სადაც უამრავი ადამიანი იქნებოდა დასაქმებული.

უცხოელებს ძალიან მოსწონთ საქართველო, ის ინფრასტრუქტურა და მომსახურება რაც ჩვენთან ხვდებათ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან იაფია, ამიტომაც ირცევენ საქართველოს ხშირად.

პატარძალი ელენე ზაუტაშვილი

– რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში საქორწინო სუფრის ფოტოები გავრცელდა, გვიამბეთ ამ ულამაზესი ქორწილის შესახებ?

– ეს ქორწილი შედგა კახეთში, სოფელ ხაშმში „მტევინოში“. ეს ულამაზესი ადგილი ჩემმა მეგობარმა, მეღვინე ნიკა ზაუტაშვილმა შექმნა. უამრავი პროექტი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიამ ხელი შეუშალა, ამიტომ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, პირველ ღონისძიებად მისი ქალიშვილის ქორწილი დაიგეგმა.

ჩემი იდეა იყო საქორწინო სუფრა ვენახებში გაგვეშალა, თავი გავიგიჟე – ელენე და ალექსანდრეც დამთანხმდნენ ამ წინადადებაზე. შესაბამისად ულამაზესი ქორწილი შედგა, ამონათებული იყო ვენახები და ფეიერვერკებიც იქ გაუშვეს.

საქორწინო სუფრის გაფორმებაზე არაჩვეულებრივმა დიზაინერებმა ანი პირველმა და მარიკა დანელიამ იზრუნეს.

დიზაინერი ანი პირველი

ევროპული მენიუ და მომსახურება გვქონდა. სტუმრების განწყობაზე სალომე კორკოტაშვილმა, რომა რცხილაძის ბენდმა, დათო გომართელმა და თემო რცხილაძემ იზრუნა. ასევე მოწვეული გვყავდა „ბოშები“, რომლებმაც ცეცხლოვანი შოუ შესთავაზეს სტუმრებს.

ქორწილში სულ 100 კაცი იყო დაპატიჟებული და ყველას ჩაცმულობაზე დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა იზრუნა.

საღამოს ბოლოს ტორტიც გაიჭრა, რომლის დიზაინზეც ელიტარულმა კონდიტერმა დავით გორგოშაძემ იზრუნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved