უნივერსიტეტებში სტუდენტები ვალდებულები იქნებიან 1-მეტრიანი დისტანცია დაიცვან და პირბადე ატარონ – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ უნივერსიტეტი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, მაშინ გამონაკლისის სახით შესაძლებელი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა.
მიხეილ ჩხენკელი:
“უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, ვინაიდან ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოს სიტუაციის შენარჩუნება. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან”.
კომენტარები