• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაფიცებთ მხედრიონის და პუტჩისმიერ კოლეგებს, ფოთის მოსახლეობა “ბაბულიკები” გგონიათ?”

ალია ავტორი - ალია
19:30 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში, წერს:

“გიგა ბოკერიას გამოუქვეყნებია თავისი პოზიცია, სადაც აცხადებს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ვებრძოდი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობიდან გამომდინარეო.

დავიწყებ იმით, რომ ოპოზიციონერობაც და ხელისუფლების კრიტიკაც კარგია, ოღონდ თავად მართალი უნდა იყო, უწინარეს ყოვლისა შენს სინდისთან და პოლიტიკური კონტექსტიც და სიტუაციაც სწორად უნდა გქონდეს შერჩეული. ეს ხომ ის დროა, როცა ბეწვის ხიდზე მიდის ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფო და მას ყველა მხრიდან უტევენ; რომელსაც ჯანსაღი ოპონირების გარდა ჭირდება მხარში ამოდგომა, მხარდაჭერა. რამდენადაც პოლიტიკური შულერობის და თვალებში მტვრის შეყრის მომენტები გამოიკვეთა, მოდით, გავყვეთ სამივე პუნქტს:

1.„ეთნიკური ნაციონალიზმი“ – მითი, რომელიც ყველაზე მეტად კულტივირებული იყო კრემლის პროპაგანდის მიერ, სადაც ითქმოდა, რომ პრეზიდენტი გამსახურდია ხელმძღვანელობდა პრინციპით – „გრუზია ტოლკო დლია გრუზინ.“ სხვათა შორის არსად, არც ერთ ინტერვიუში, არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში ზვიად გამსახურდია არ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების ადგილი საქართველოში არ არის, თითქოს ისინი აქედან უნდა განიდევნონ და ეს შესანიშნავად ჩანს მის 5-ტომეულში, რომელიც ე. ჯგერენაის თაოსნობით გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლითეკამ. საქმე პირიქითაა – კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა ყველა აქ მაცხოვრებელი, ვინც კი აღიარებდა დამოუკიდებლობას, კანონს და კონსტიტუციას. მათ ენის და ისტორიის ცოდნასაც არ თხოვდნენ, როგორც ეს დღემდე არის ბალტიურ ქვეყნებში. სად არის ყბადაღებული „ეთნიკური ნაციონალიზმი?“ არადა ამასვე იმეორებდა შეიარაღებულ, სამხედრო-კრიმინალურ ფორმირებებთან გადაჯაჭვული ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, რომელსაც ბატონი გიგა თავის ზოგიერთ თანაპარტიელთან ერთად მიეკუთვნებოდა. გაფიცებთ ბ-ნო გიგა ოფიციალურ რუსეთს, რომელსაც დღეს მრისხანედ ქუშმორეული უპირისპირდებით, გაფიცებთ თქვენი მოკავშირე ბანდფორმირებების იარაღით მომმარაგებელ გენერალ სუფიან ბეპაევს, გაფიცებთ მხედრიონის და სხვა მონათესავე საძმოების პუტჩისმიერ კოლეგებს, რომლებთანაც ერთ დროს მეგობრობდით, მართლა გჯერათ, რომ პროგრესის და დემოკრატიის სამსახურში იდექით, როდესაც ახლადფეხადგმულ ქართულ სახელმწიფოს ამ საზარელ ალიანსთან ერთად ამხობდით? თუ ფოთის მოსახლეობა გგონიათ ისეთი ულტრალიბერალი „ბაბულიკები“, რომ ასეთ განცხადებებზე მხარს დაგიჭერთ და ხმას მოგცემთ?

2. „პოლიტიკური პლურალიზმი“ – 1990-1991 წლებში საქართველოში გამომავალი სულ ცოტა 15 გაზეთი ყველა ბრუნვაში აძაგებდა საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს; ტელევიზიაში ბლოკავდნენ მხოლოდ პირდაპირ მოწოდებას ხელისუფლების დამხობაზე, მეტს არაფერს, პარლამენტში სახელისუფლებო გუნდის გარდა 4 ფრაქცია იყო; ბ-ნო გიგა, ზოგიერთი თქვენი მეგობარი პარტია ყოველ დღე მიტინგს აწყობდა მთავრობის სასახლესთან „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუს“ ღრიალით, ხოლო პრეზიდენტი აცხადებდა, საქართველოში მე ნამდვილი „ჰაიდ პარკის“ მოწყობა მინდაო და ასეთი რა დემოკრატიული „სასწაული“ უნდა მომხდარიყო 14 თვეში (მეტი აბა არც დააცადეთ ხელისუფლებას, ის დაამხეთ) რომ 70-წლიანი კომუნიზმის შემდეგ ჰოლანდიისთვის და შვედეთისთვის გაგვესწრო?

3. ბ-ნო გიგა, თავისუფალი ეკონომიკაო, რომ წერთ, დაგავიწყდათ თენგიზ სიგუამ, ერთ დროს თქვენი და თქვენი მეგობრების ერთ-ერთმა ბელადმა როგორ უპასუხა შეკითხვას, ქალაქი იმიტომ დავწვით, რომ პრეზიდენტმა პრივატიზაცია შეაყოვნაო? საშუალო და მცირე ობიექტების დონეზე პრივატიზაცია დაწყებული იყო, რაც შეეხება მიწას და დიდ საწარმოებს, ქვეყნის საერთაშორისო აღიარების, მოქალაქეობის კანონის მიღების და ქვეყნის საზღვრების დადგენის გარეშე როგორ უნდა ჩატარებულიყო? ან 106 სსრკ-დან მემკვიდრეობით მიღებული საწარმოს გაძარცვას, დაშლას, მყისიერ გაყიდვას და დემონტაჟს, რაც სახელმწიფო გადატრიალებას მოყვა, თქვენ „პრივატიზაციას“ და „თავისუფალ ეკონომიკას“ უწოდებთ?

გიგა ბოკერია უმეცარი და უწიგნური ნამდვილად არ არის, თუმცა მან ქვეყნის უახლესი ისტორიის ბევრი ასპექტი როგორც ჩანს, არც იცის, ან იცის და შეგნებულად აყალბებს, იმიტომ რომ „საქმეს ასე ჭირდება“. ნურც ის დაავიწყდება, რომ დღევანდელი თვალთახედვით მისი ყოფილი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა თვალში (ადეიშვილთან ერთად) სწორედ ის იყო არამარტო „საფრთხობელა“, არამედ მძვინვარე და რეპრესიული ჰერცოგი ალბას მსგავსი ფიგურა , სავარაუდოდ ბევრი საბედისწეროდ მცდარი გადაწყვეტილების ავტორი (ან თანაავტორი) რამაც ამ მოძრაობის მარცხი განაპირობა.”

თეგები: გიგა ბოკერიაკონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved