ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. 33 წლის კაცი ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ექიმის ცნობით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ასევე, აღენიშნება დაზიანებები: გულ-მკერდის, მხრისა და კისრის არეში.
„ერთი პაციენტია შემოყვანილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, ის არის 33 წლის მამაკაცი. მასთან სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ტრავმული შოკი დაფიქსირდა. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. დამწვრობა აქვს – სახისა და გულ-მკერდის არეში. ასევე, ჭრილობები აღენიშნება მხრის, გულ-მკერდისა და კისრის არეში“
კომენტარები