• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 შვილის დედამ, 5 შვილი მოკლა და თავის მოკვლა სცადა – საზარელი ისტორია გერმანიიდან

ალია ავტორი - ალია
01:40 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

წარმოუდგენელი მასშტაბის ოჯახური დრამა გათამაშდა გერმანიის ქალაქ ზოლინგენში (ვესტფალია), სადაც გუშინ, 3 სექტემბერს 27 წლის ახალგაზრდა ქალმა თავისი 5 შვილი მოკლა და შემდეგ თავადაც თავის მოკვლა ცადა – S. Bahn-ის მატარებელს ჩაუვარდა დიუსელდორფის ცენტრალურ სადგურში. 

უფროსმა ვაჟიშვილმა განგაში ატეხა ტრაგედიის გამო: 11 წლის ბიჭი, რომელიც ქალმა თავისთან ერთად წაიყვანა დიუსელდორფში, მარტოდმარტო ჩავიდა ბებიასთან მატარებლით ქალაქ მოეხენგლადბახში (60 კმ-ის დაშორებით), რათა იგი გაეფრთხილებინა.

ვუპერტალის პოლიცია ვარაუდობს, რომ ბიჭი მანამ გაემგზავრა ბებიასთან, სანამ დედამისი თვითმკვლელობას დააპირებდა სადგურზე. ამის შესახებ სააგენტო „ანსას“ პოლიციის პრესსპიკერმა განუცხადა.

პატარების ცხედრები – 1, 2, 3 წლის 3 გოგონასი  და 6 და 8 წლის 2 ბიჭის – სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებმა ზოლინგენში, ჰაშელშტრასეზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს.

ქალაქში 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ის ცნობილია დანების და ხმლების წარმოებით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვებს შესაძლოა საძილე საშუალება მისცეს, აშკარაა, სასიკვდილო დოზით. ამ საკითხს ექსპერტიზა მოჰფენს ნათელს.

ბავშვების მკვლელობის შემდეგ, დედა უფროს შვილთან ერთად დიუსელდორფში წავიდა – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დედაქალაქი ზოლინგეიდან დაახლოებით 35 კმ-ში მდებარეობს – და აქ, ცენტრალურ სადგურზე, 27 წლის ახალგაზრდა ქალი, თვითმკვლელობის მიზნით S1 ხაზის მე-11 პლატფორმაზე მეტროს ლიანდაგებს შორის ჩახტა. ქალი გადარჩა და მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. „მას ამ დროისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოგვიანებით შეძლებენ მის დაკითხვას“, – ამბობს პოლიცია.

NOSTAL.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved