• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას გამოსვლით გორში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად მოწყვეტილია იმ რეალობას, რასაც რუსული ოკუპაცია ქვია – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
13:19 09-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი თეონა აქუბარდია პრემიერის გამოსვლას ეხმიანება:

„ორი დღეა რუსი ოკუპანტი ავლებს მავთულხლართებს სოფელ ყარაფილაში და ემზადება დამატებითი ბორდერიზაციისთვის.50 დღეზე მეტია სამი ჩვენი მოქალაქეა გატაცებული ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ცხინვალის იზოლატორშია და მათი ოჯახები ამდრომდე ელიან მათ სახლებში დაბრუნებას.ამის პარალელურად ქვეყნის პრემიერი და დედაქალაქის მერი კი გორში ოკუპაციაზე საუბრისას ახერხებენ, რომ არცერთხელ არ ახსენონ ამ ოკუპაციის შემოქმედი რუსეთი. მეტიც, თურმე წარმოუდგენლად მიაჩნია პრემიერს ამ საუკუნეში იარაღით ტერიტორიის დაცვა, მაშინ როცა ახლაც იცავენ უკრაინელები აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღით თავიანთ მიწას რუსული აგრესიისგან. 

ისინი საუბრობენ დეოკუპაციაზე სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოების, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. რეალურად კი ქვეყანას არ აქვს არც სწორი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს, არც დემოკრატიის ზრდა, როცა აშშ კანონით გვიყინავს დახმარების ნაწილს სწორედ ოცნების დამსახურების გამო დემოკრატიაში არსებული ხარვეზების მიზეზით და არც განვითარებული ეკონომიკა. და ბოლოს, ისინი საუბრობენ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროებაზე 8 წლის თავზე ისიც წინასაარჩევნოდ.ეს ყოველივე კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ“ ქართული ოცნების“ მთავრობა  არ იმჩნევს რუსულ ოკუპაციას, არ ახსენებს ქვეყანას რომელიც არის ამ ოკუპაციის შემოქმედია, ადეკვატურად არ აფასებს რუსულ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს. შესაბამისად, არ გააჩნია ეფექტიანი პოლიტიკა ამ საფრთხესთან გასამკლავებლად” – სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი თეონა აქუბარდია

თეგები: თეონა აქუბარდიასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved