• რეკლამა
  • კონტაქტი
14:30, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე პირადად მივალ დიდუბე-ჩუღურეთში და ავუხსნი ხალხს, ვინ არის ვოლსკი”

ალია ავტორი - ალია
14:13 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა  ჟურნალისტებთან საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ირაკლი კობახიძე ჩემთვის არის აკო მინაშვილი, ღმერთმა მოახმაროს „ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება კამპანიას, თუ „ქართული ოცნება“ ჩემთან არ დაჯდება დებატებში, სადაც იქნება „ქართული ოცნების“ შეხვედრები, მე ვაპირებ მისვლას. მე ვაპირებ ამ ამომრჩევლებს, რომლებიც 1-ელი ოქტომბრის ერთგულია, მივიდე და დავანახო, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებიდან 60% არის „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული, დანარჩენი 40 % – მურუსიძის მეგობრები, შესაბამისად, კამპანია იქნება ისეთი, როგორსაც მე დავგეგმავ. რაც შეეხება კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, მიიღებს იმას, რაც დათესა. შესაბამისად, კამპანიას განვსაზღვრავთ ჩვენ. ეს იქნება ეთიკური, აქტიური და შევეცდებით გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამომრჩეველთან მივიტანოთ ჩვენი ხმა. როცა იქნება გიორგი ვოლსკის შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთში, მე პირადად მივალ და ავუხსნი მოქალაქეებს, რომ გიორგი ვოლსკი არის ჩინჩალაძის მეგობარი და რამდენ ხმას წამოიღებს ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთიდან, მაგას გვანახებს 31 ოქტომბერი.

რაც შეეხება კობახიძეს, ირაკლი კობახიძე არის კორუმპირებული, ირაკლი კობახიძე ყოველდღე დანაშაულს ჩადის, როცა თანხებს აწერს ხელს, რომელიც არის არალეგალური, მუქარა რა არის? რა არის ამაში მუქარა, როცა ამომრჩეველთან მიდის ერთი ადამიანი და იგივე ამომრჩეველთან მიდის მეორე ადამიანი. ვინმეს როგორ უნდა დავემუქრო? პოლიცია მაგათ ჰყავთ, უშიშროება, იარაღიანი ხალხი, კორუპირებული ჩინოვნიკები მაგათ ჰყავთ. მე როგორ უნდა დავემუქრო ირაკლი კობახიძეს? ეგ დადის დაცვით. მე არ დავდივარ დაცვით, შეიძლება მე დამემუქროს ირაკლი კობახიძე იმ იარაღიანი ხალხით, რომელიც მაგას დაყვება, იმ ზონდერ ჯგუფებით, რომლებსაც ისინი ამუშავებენ და ვის დანაშაულზეც თვალს ხუჭავენ. მე და გედი ფოფხაძე როგორ უნდა დავემუქროთ მაგათ, ან ვახო გომალაურს, ან ბიძინა ივანიშვილს? ისინი ჩვენ გვემუქრებიან, რადგან მათ მხარეს დგანან იარაღიანი ხალხი როგორც ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად, დგანან კრიმინალები, რომლებიც მათ აძლევენ კარტ-ბლანშს, რომ ითარეშონ არჩევნებზე. შეგიძლიათ მოიკითხით, როგორ მფარველობენ კრიმინალებს, როგორ რთავენ საკუთარ აგენტურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტურაა ჩართული არჩევნებზე. ჩვენ ვერავის დავემუქრებით, ჩვენ გვემუქრება ხელისუფლება, მაგრამ მათი მუქარის არ გვეშინია, არ მეშინოდა თავის დროზე სააკაშვილის მუქარის და მითუმეტეს, ირაკლი კობახიძის მუქარის არ შემეშინდება”

თეგები: გიორგი ვოლსკილევან გოგიჩაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved