• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” მიხეილ სააკაშვილი უნდა დავაბრუნოთ საქართველოში” – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:34 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, აღიარებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და დაბრუნების შესახებ მის განცხადებას გამოეხმაურა:

“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, სამწუხაროდ, 12%-ით არის მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს ძალიან მნიშნველოვანია, რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს.

რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, ეს არის მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს, ნაწილი კი სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

დანაშაულია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს, შემდეგ ჩაიდინა ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას. ეს იყო ღალატი.

გარდა ამისა, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ორნახევარჯერ ნაკლებ გზებს დააგებ და საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც დანაშაულია, რომელიც ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

როდესაც გიგი უგულავასთან და სხვებთან ერთად მოიპარავ ათეულობით და ასეულობით მილიონს, ესეც დანაშაულია, რომელიც ვერ ეპატიება.

როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებთან და სხვებთან ერთად, როდესაც დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას ადეიშვილთან ერთად და ჩაიდენ უამრავ დანაშაულს შენ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან კრიმინალები და აქვთ ამბიცია, მოიგონ არჩევნები, ბოდიში თავის თავზე მეტყველებს – ეს არის აღიარება იმ უძიმესი დანაშაულის, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბოდიშზე პასუხი ექნება საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ „საზოგადოების პოლიტიკური პასუხიც არ არის ამაზე საკმარისი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასარულებინთ მისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, აღიარებიდან გამომდინარე რაც მან განაცხადა”, – განაცხადა კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved