კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი დღეს საქართველოში 23-ით გაიზარდა და 1510-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამით – 1243-მდე გაიზარდა.
ვირუსს საქართველოში 19 პაციენტი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმშია – 5828, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი – 41 შეადგენს.
კომენტარები