• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აღმოჩენილი” ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა!” – ამ სიტყვებით გამოეხმაურა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო შამანიდი გიორგი გახარიას გამოსვლას

ალია ავტორი - ალია
20:21 08-31-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

აღმოჩენილი” ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა! – ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალური ქსელის საშუალებით “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფო შამანიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლას. გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრის დროს რიგ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია და მმართველმა გუნდმა უნდა მოაგვაროს. 


სოფო შამანიდის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს, მისი გამოსვლა კი მხოლოდ დაპირებაა, რადგან, შესაძლოა, ქართული ოცნება უბრალოდ ვერ აგვარებს ამ პრობლემებს და  არ აქვთ პრობლემების მოგვარების გზები. 


“აღმოჩენილი” ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა!
“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს – დღეს პრემიერმა გახარიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატი, მრავალჭირვარამ (ბოდიში, პარტია) ნახული ანზორ ბოლქვაძე წარადგინა და ტრადიციისამებრ, ისაუბრა იმაზე, რომ “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”.
პრემიერმა აქვე დასძინა, რომ პრობლემები ისევ არსებობს და რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს პრობლემები დღეს აღმოვაჩინეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წლებია, ამ პრობლემებზე ვმუშაობთო”.
დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თურმე პრემიერმა ამ პრობლემების შესახებ იცოდა და “დღეს არ აღმოუჩენია”. ასევე ისიც შევიტყვეთ, რომ “ქართული ოცნება” 8 წლის განმავლობაში ამ პრობლემებს სწავლობს, აანალიზებს, ფიქრობს მათი მოგვარების გზებზე, შემდეგ “იმ კაცს” უთანხმებს, შემდეგ ისევ აანალიზებს, ისევ ფიქრობს, მერე საბიუჯეტო წელი გადის და ვერ ათვისებულ თანხას (შესაბამისად, არ გაკეთებულ საქმეს) უკან, ბიუჯეტში აბრუნებს.
ძვირფასო პრემიერო, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უბრალოდ ვერ აგვარებთ ამ პრობლემებს, უბრალოდ არ გაქვთ პრობლემების მოგვარების გზები, არ იცით და მორჩა. ჰოდა, გაეშვით. მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ნამდვილად იცის, როგორ აკეთოს საქმე! – წერს შამანიდი.

თეგები: ლელო საქართველოსთვისსოფო შამანიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved