• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, შაბათი, 21 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი საკო, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპოტალში მკვლელებმა მომიკლეს, ექიმებმა დაგვღუპეს…”

ალია ავტორი - ალია
20:12 01-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

ნინო თაკალანძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

,,ჩემი საკო, დეი ვიწვი, ცეცხლი მიკიდია ??მინდა მთელმა ქვეყანამ გაიგოს, ჩემი სალომე ზუგდიდში ექიმების არაკომპეტენტურობის და უცოდინრობის გამო დაიღუპა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი • Zugdidi Referral Hospital არავითარი ვირუსი არ ჰქონდა სალოს და ახლა ხალხს პანიკაში აგდებენ, ეს იყო ჩვეულებრივი გაციება ,რომელსაც მიუდგნენ არასწორად და ბავშვს მოწამვლით მკურნალობდნენ მაშინ , როცა ბავშვს არანაირი მოწამვლა არ ჰქონდა .არ ვიცით რა გაუკეთეს, ამის შედეგი კი საბოლოოდ სალოს გარდაცვალება აღმოჩნდა. სალომეს საავადმყოფოში მიყვანის დღიდან 10 საათის განმავლობაში ბავშვს დაუყენეს 10 გადასხმა ( და ვინ იცის რეანიმაციაში გადაყვანის შემდეგ რამდენი გადაუსხეს კიდევ) არადოზირებულად შეუყვანეს დექსა და სხადასხვა წამლები, რამაც გამოიწვია წნევის დაწევა , სიცხის დაწევა და ჰაერის უკმარისობა .ვთხოვე თუ რამე გართულებასთან გვაქვს საქმე გთხოვთ გამოგვიძახოთ ქუთაისიდან რეანომობილი და გადავიყვანთ მეთქი სასწრაფოდ, მაგრამ ვითომ ექიმებმა მითხრეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს და სალომე სრულიად ჯამრთელია და ანალიზები ყველაფერ კარგს უჩვენაბს (თან 5 მა ვითომ ექიმმა მოილაპარაკა ,რომ სალომეს არაფერი არ ჭირს და თუ რამე და ზუგდიდის საავადმყოფოს ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ სალომეს უმკურნალოს და მის ასეთ მდგომარეობას არ თვლიდნენ საშიშად და მითუმეტეს ქუთაისში გადასაყვანად.) და თურმე ბავშვს რომელსაც არაფერი არ ჭირდა, აღმოჩნდა , რომ რეანიმაციაში გადაყვანა სჭირდებოდა. ამ დროს მოვითხოვეთ ექიმისგან რეანომობილის გამოძახება ქუთაისიდან, მაგრამ მოხდა ის, რაც უკვე ზემოთ ვთქვი. და იმ დღის ცვლის ექიმი გვეუბნება , რომ სალომეს მკურნალობს ყველაზე საუკეთესო ექიმი, ვინმე ჩანგელია (და პლიუს, თურმე ღუდუშაურისა და თოდუას კლინიკაში ვერ გააკეთებენ ექიმები იმას, რასაც აქ, ეს ქალბატონი, ვინმე ჩანგელია აკეთებს სალომესთვის.) რეანიმაციაში გადაყვანამდე ბავშვს აწუხებდა მცირე დოზით ჰაერის უკმარისობა და შეძლებისდაგვარად თავისი ფეხით შევიდა რეანიმაცის ოთახში. რაც სალომეს დაღუპვის მიზეზი გახდა, ეს არის სწორედ ის ღამე რაც სალომემ რეანიმაციაში გაატარა.და როცა ცდების ჩატარებას მორჩნენ ბავშვზე და მიხვდნენ, რომ ცუდი შედეგი ქონდათ, პასუხისმგებლობისგან თავი, რომ აერიდებინათ აქეთ შემოგვთავაზეს ქუთაისში გადაყვანა. გადაყვანაც პრობლემატური გაგვიხადეს დრო გაჰყავდათ მთელი ერთი საათი ბავშვს არ გვატანდნენ, რადგან სავარაუდოდ, საბუთებს ცვლიდნენ .
სალომეს ქუთაისში გადაყვანისთანავე ექიმებმა თქვეს, რომ უკვე მთელ ორგანიზმში წყალი ჰქონდა. ფილტვები, გული ყველაფერი წყლით ჰქონდა სავსე. შოთა ექიმმა თავისი გუნდით და ჯანდაცვის ჩარევით მთელი თავისი ძალისხმევით იბრძოლა სალომეს სიცოცხლისთვის, მაგრამ უშედეგოდ.?
მთელი ოჯახი სალომეს გარდაცვალებაში ადანაშაულებს ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოს . კონკრეტულად კი ამ საავადმყოფოში მომუშავე მკვლელებს.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს, არასამთავრებო ორგანოებს მოქმედებისკენ, რადგან სალომე მათი მსხვეპლი გახდა და სხვისი შვილები მაინც გადავარჩინოთ ამ ჯალათებისგან”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved