• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოფო შამანიდი – რა “აღმოაჩინა” პრემიერმა გახარიამ წინასაარჩევნოდ?

ალია ავტორი - ალია
18:14 08-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო – პრემიერი გახარია მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს რეგიონებში. რა აღმოაჩინა ამ კამპანიის დროს პრემიერმა გახარიამ და რას პირდება მოსახლეობას?
პრემიერმა გახარიამ აღმოჩინა, რომ ბათუმში ბოლო 8 წელი მხოლოდ “ფული კეთდებოდა” (ვინ აკეთებდა ამ ფულს, არ დაუკონკრეტებია – ს.შ.) და რომ ამიერიდან “მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და რაც დღეს დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ”. ანუ, მხოლოდ ფულს კი აღარ გააკეთებენ, არამედ შეეცდებიან, რაც ამ 8 წელიწადში გადარჩა, შეინარჩუნონ.

 
პრემიერმა გახარიამ რვა წლის თავზე ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინა, რომ რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია და რუსთავის მოსახლეობას “ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმას” დაპირდა. აქვე ისიც აღმოაჩინა, რომ თურმე კომპანიები რუსთავში “არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ” უკანასკნელი 8 წელი და ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანეს ქალაქი. და ისიც აღიარა, რომ “არავინ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე”. 


პრემიერმა გახარიამ აღმოაჩინა, რომ გლეხს თურმე ჯერ კიდევ უჭირს და დაჰპირდა მას, რომ აწი დაიწყებს ფიქრს იმაზე, როგორ გააძლიეროს გლეხი და გადააქციოს ძლიერ ფერმერად.
პრემიერმა გახარიამ აღმოაჩინა, რომ თურმე ქედაში სასმელი წყლის პრობლემაა. აქვე ისიც აღმოაჩინა, რომ მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირებაც პრობლემა ყოფილა. აღმოაჩინა, რომ თურმე არც გზები ყოფილა მოწესრიგებული. ისიც აღმოაჩინა, რომ გლეხებს მიწა არ ჰქონიათ რეგისტრირებული, რაც თურმე დიდ პრობლემებს უქმნით მათ.


პრემიერმა გახარიამ ასევე ამ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს აღმოაჩინა, რომ “ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს”. 
ძვირფასო პრემიერო, თუკი თქვენ 8 წლის თავზე პრობლემების მხოლოდ აღმოჩენა შეძელით, რამდენი წელი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოაგვაროთ? 
არ დაიღალოთ, მე გეტყვით – უსასრულობა. რატომ? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი გეგმა, როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან; იმიტომ რომ ქართული ოცნების მთავრობაში არ არიან პროფესიონალები, ვინც იცის საქმის კეთება; იმიტომ რომ ეს მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას “იმ კაცთან” შეუთანხმებლად, “ის კაცი” კი არც ისე მარტივი მოსახელთებელია მისი ქვეშევრდომებისთვისაც კი; იმიტომ რომ ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა “ფულის კეთებაა” – პრემიერს ვციტირებ; იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ არ იცის საქმის კეთება; და ბოლოს, მარტივად, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას უბრალოდ არ უყვარს ეს ქვეყანა, არ ადარდებს ხალხი, არ ფიქრობს მათზე.

 
აბა სხვა რითი უნდა აიხსნას ის, რომ პრემიერმა გახარიამ მხოლოდ ახლა, 8 წლის თავზე აღმოაჩინა, რა აწუხებს ხალხს?

თეგები: ლელო საქართველოსთვისსოფო შამანიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved