• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბელარუსს შეიძლება ფარდა ჩამოეფაროს, მაგრამ მისი ადგილი შესაძლოა საქართველომ დაიკავოს

ალია ავტორი - ალია
20:25 08-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

ბელარუსი და საქართველო სახიფათო შეტყობინებაა იმის თაობაზე, თუ რა ხდება, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნი ვაკუუმს და რუსეთს ჩარევის შესაძლებლობას აძლევს. აშშ და ევროკავშირმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი საქართველოს. საზოგადოებაში ევროკავშირის წევრობის სურვილისა და ნატოს პოპულარობის მიუხედავად, ორი ქვეყნის მთავრობა ამ მიზნისკენ მიმავალ გზას არ ადგას.

ბოლო წლებში საქართველო თითქოსდა განზრახ იმწყვდევს თავს კუთხეში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა, რაც მთავრობამ თავის თავს უნდა დააბრალოს.

საქართველოს მთავრობა აუხსნელი მიზეზებით ცდილობს, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყანა დატოვონ. აი, ორი ძირითადი მაგალითი: ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის დაგეგმილი მშენებლობა ანაკლიაში. 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისა და 16 მ სიღრმის ნავსადგური მსოფლიოს ნებისმიერი გემის მიღებას შეძლებდა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა აზიისა და ევროპის კონტინენტებს შორის ვაჭრობის ცენტრად გადაიქცეოდა. 

იგი მიიზიდავდა დასავლეთევროპულ ინვესტიციებს ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების სფეროში, რის გამოც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და ნიდერლანდები (და არა მხოლოდ), დაინტერესდებოდნენ საქართველოს უსაფრთხოებითა და სტაბილურობით. საბოლოო ჯამში კი ეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციისადმი ყურადღებას გაცილებით მეტად გაამახვილებდა. 

აგრეთვე, ანაკლიის პორტი შავი ზღვის მეორე მხარეს მდებარე რუმინეთს  მდინარე დუნაის შესართავთან არსებული მისი დიდი, მაგრამ არასაკმარისად გამოყენებული პორტით კონსტანცაშავიზღვისპირეთში უფრო მნიშნელოვან ეკონომიკურ მოთამაშედ აქცევდა. თავის მხრივ, ეს მდინარე დუნაის სავაჭრო მნიშვნელობას გაზრდიდა და რუმინეთის სუსტ სატრანსპორტო ქსელს გააუმჯობესებდა.   

მაგრამ კრემლს ეს როდი სურს. საქართველოს ტერიტორიის 20%-ის არაკანონიერი ოკუპაციისადმი მეტი ყურადღების მიპყრობა ან რუმინეთის ეკონომიკის გაუმჯობესება რუსეთს არ აინტერესებს. სწორედ ამიტომ იმუშავა კრემლმა ანაკლიის პროექტის „ჩაძირვაზე“.

საქართველოს მთავრობამ,ინვესტორთა და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების სესხების გარანტირებაზე უარის თქმით, გარიგება ჩაშალა და ინვესტორები აიძულა გასულ თვეს ატბიტრაჟისთვის მიერმართათ. დავის გადაწყვეტამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გაძნელდება.

მეორე შემთხვევა უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით გაცილებით შემაშფოთებელია. გასულ წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელსაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ციფრული დერეფანი გაჰყავს აზიიდან ევროპაში, ქართული კომპანია „კავკაზუს ონლაინის“ 49%-იანი წილის შესაძენად 61 მილიონი დოლარი გადაიხადა საქართველოში გამავალი მილსადენის უზრუნველსაყოფად. მათი სრულად ინფორმირებისთვის კომპანიის მფლობელთა წარმომადგენლებმა არა ერთი შეხვედრა გამართეს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის – სახელმწიფო მარეგულირებლის წევრებთან.

ძალზე სავარაუდო იყო, რომ საქართველო, აშშ და ევროპა ამ პროექტს სრულად დაუჭერდნენ მხარს, ვინაიდან იგი ქვეყანას, ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რუსეთისგან უფრო დამოუკიდებელს გახდიდა. გასული წლის ოქტომბერში საქართველოზე მასშტაბური კიბერ-თავდასხმის შემდეგ, რომელიც რუსეთს დაბრალდა, ნაკლებად საეჭვო იყო, რომ ეს საქართველოსთვის პრიორიტეტად იქცეოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ალტერნატიული მარშრუტები ირანსა და თავად რუსეთზე გადის.

ახლა, როდესაც  გარიგება დაიდო, საქართველოს მთავრობა მის დამუხრუჭებას ცდილობს და ისე შორსაც კი წავიდა, რომ გვიან ღამით გამართულ საპარლამენტო სხდომებზე ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. ახლადმიღებული კანონები სქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კერძო სექტორზე უპრეცედენტო, თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში გაუგონარ უფლებამოსილებას ანიჭებს.

საკანონმდებლო შესწორებებში ყველაზე შემაშფოთებელი „სპეციალური სამთავრობო ადმინისტრატორების“ დანიშვნაა, რომლებსაც სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება გააჩნია. მათ კომპნიების დირექტორების და საზედამხედველო საბჭოების დანიშვნის, გათავისუფლების, მათ დანიშვნამდე ერთი წლით ადრე დადებული ხელშეკრულებების გასაჩვრების და მათი გაუქმების ან კომპანიის მიერ მოგების, დივიდენდებისა და ბონუსების განაწილების უფლების შეზღუდვისა თუმათი ხელფასების გაზრდის უფლებამოსიება მიენიჭათ. ეს კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინდარია და იგი შესაძლოა სხვა დარგებზეც სწრაფად გავრცელდეს. ამას უცხოური ინვესტიციების ნაკლებობაც დაუმატეთ და შედეგად სახელმწიფოს მიერ დემოკრატიისთვის ზურგის შექცევისა და არსებითად ახალ ბელარუსად გადაქცევის ნაცად ფორმულას მიიღებთ.

ამჟამად ბელარუსში ინტერნეტ-მომსახურების კომპანიებს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დაბლოკვა ებრძანათ, რაც საქართველოს მთავრობისთვის შესაძლოა იგივეს გაკეთების ცდუნება აღმოჩნდეს.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ეს ორივე გარიგება რუსეთის ინტერესების საზიანო იქნებოდა; ამიტომაც მათ ჩაშლას ისინი ცდილობენ, ვინც წესით მხარს უნდა უჭერდნენ მათ.

კერძო ინვესტიციები სამფეხა სკამის მესამე ფეხია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და დიპლომატიასთან ერთად, რაც კეთიდღეობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია. თუ საქართველოს დასავლური ყაიდის ლიბერალურ-დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების პოტენციალის განხორციელება, დასავლეთში შემდგომში ინტეგრირება და მეტი უსაფრთხოება და ცხოვრების უკეთესი ხარისხი სურს, იგი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობის სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქვეყნის მთავრობა სხვა მიმართულებით მიდის.  

გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოდჯისი ევროპაში განლაგებული აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის მეთაური იყო, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) პერშინგის სახელობის ევროპული პოლიტიკის ანალიზის სტრატეგიული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved