მდინარე ენგურმა შუახნის კაცის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან, ორსანტიის ტერიტორიაზე გამორიყა.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვრიდან ზუგდიდში გადმოდიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან იპარებიან, რათა კარანტინში არ მოხვდნენ.
დაღუპული პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა. ცხედარი იდენტიფიცირებულია, ის ოკუპირებული გალიდან არის. სავარაუდოდ, მას ზუგდიდში ნათესავები არ ჰყავს და ამ დროისთვის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ნიუპოსტი
კომენტარები