თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭი, შესაძლოა, მამას ცემისას შემოაკვდა. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.
როგორც ისინი აცხადებენ, შესაძლოა, მამამ გარდაცვლილი ბავშვი ხეზე თვად ჩამოკიდა, რის შემდეგ პოლიციაში დარეკა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცი წლების განმავლობაში ძალადობდა ცოლზეც და შვილებზეც.
მათი თქმით, ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახშიც განიხილავენ, სადაც ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
როგორც ცნობილი ხდება, მომხდარის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა შესაბამის ორგანოს არავინ მიმართა.
„დაკავებულ მამაკაცს ვიცნობდი, მაგრამ ოჯახში როგორი იყო, არ ვიცი, ოჯახის წევრებზე თუ ძალადობდა, არაფერი ვიცოდი. ვისაც ქონდა ინფორმაცია, პოლიციისათვის უნდა ეცნობებინა“- აცხადებს სოფელ ძევრში მერიის წარმომადგენელი ფრიდონ კუტალაძე.
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შესაძლოა, საქმეზე ბრალი შეიცვალოს და თვითმკლელობამდე მიყვანის მუხლი მკვლელობის მუხლით შეიცვალოს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, მას ბრალს დღეს წაუყენებენ.
2020NEWS
კომენტარები