• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობა 19 ივლისს დავიწყე, 21-ში შვებულებაში გავედი და 22-ში დამირეკეს” – გამომძიებლის ჩვენება

ალია ავტორი - ალია
19:23 08-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ახალგაზრდა პროგრამისტის საქმე – “ფორმულა” თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლი, ჯიმშერ აფციაურის ჩვენებას ასაჯაროებს. ჩვენება 22 ივლისით თარიღდება, სწორედ ამ დღეს იპოვეს ბაჩალიაშილის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში.

ჩვენებაში გამომძიებელი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობა მან 19 ივლისს დაიწყო, თუმცა ორ დღეში, 21 ივლისს ის შვებულებაში გავიდა. ჯიმშერ აფციაურის თქმით, 22 ივლისს პირად ტელეფონზე მას სოფელ წინწყაროს მცხოვრები, პირვალი მუსაევი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს ტყეში ნახა.

“2020 წლის 19 ივლისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დავიწყე გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ჩატარებული მაქვს საგამოძიებო მოქმედებები. 2020 წლის 21 ივლისიდან ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში, ამიტომ აღნიშნული დროიდან საქმეზე რაიმე საგამოძიებო ქმედებები აღარ მიწარმოებია. 2020 წლის 22 ივლისს 10:35 საათზე ჩემი მობილური ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდა სოფელი წინწყაროს მცხოვრები პირვალი მუსაევი, რომელმაც მითხრა, რომ ე.წ. “ვოლჩივაროტის” მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნახა რუხი ფერის ჰიუნდაი მარკის ავტომანქანა. სავარაუდოდ, ის მანქანაა, რომლითაც დაკარგულია, ახალგაზრდა გოგონაო და ეძებთო. ამის შემდეგ ვკითხე ამ მანქანის სახელმწიფო ნომერი, რაზეც მითხრა, რომ შორს ვარ და ვერ ვხედავო, ამაზე ვუპასუხე, რომ მისულიყო მანქანასთან იმ მანძილზე, რომ დაენახა მანქანის სახელმწიფო ნომერი. მართლაც, რამდენიმე წამში გადმომცა სახელმწიფო ნომერი, სერია 448, სერია არც მე მიკითხავს და არც მას უთქვამს. ამის შემდეგ პირვალის ვუთხარი, რომ მანქანასთან ახლოს აღარ მისულიყო და ადგილზე დალოდებოდა პოლიციის მისვლას. მე არ მიკითხავს მისთვის, მანქანაში იჯდა თუ არა ვინმე და არც მას უთქვამს სატელეფონო საუბრის დროს რაიმე ჩემთვის. მხოლოდ აღნიშნულის თაობაზე ვისაუბრეთ ტელეფონით. ამ დროს მე ვიმყოფებოდი ჩემს საცხორვებელ სახლში და ტელეფონზე საუბრის დასრულებისთანავე ჩემი კუთვნილი მანქანით წამოვედი თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, სადაც დაახლოებით ორ წუთში მივედი, პირდაპირ მივმართე სამმართველოს უფროსს და აღნიშნულის შესახებ ვაცნობე სიტყვიერად”, – ნათქვამია ჯიმშერ აფციაურის ჩვენებაში.

რატომ არ დარეკა სამსახურში და რატომ არ წავიდა თავად პირდაპირ შემთხვევის ადგილზე – ამას ჩვენებაში არ აკონკრეტებს, ისევე, როგორც არც იმას ამბობს, ვის გადააბარა მოქმედი საქმე, როცა შვებულებაში გავიდა.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved