• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მიუხედავად “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას მაინც ეცდება

ალია ავტორი - ალია
14:16 08-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

“ლელოს” ლიდერებმა -ფიქრია ჩიხრაძემ და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები იმაზეც საუბრიბენ, რომ შესაძლოა პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლონ, ამ შანს კი “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.

“ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობას.

“2020 წლის არჩევნები საქართევლოსთვის, სახელმწიფო პრრსპექტივისთვის საეტაპო მნიშვნელობისაა. ქართულმა საზოგადოებამ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და დახმარებით მიაღწია იმას, რომ საარჩევნო სისტემა უფრო სამართლიანი გახდა იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა, ვიდრე წარსულში იყო. იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩატარდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საერთაშორისო ჩართულობას სადამკვირვებლო მისიების აუცილებელი მონაწილეობის სახით, რასაც, შესაძლოა, გარკვეული საფრთხე დაემუქროს კოვიდინფიციით გამოწვეული შეფერხებების გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი ამასთან დაკავშირებით, ამის გარეშე არჩევნების სამართლიანად ჩატარება ძნელად წარმოგვიდგენია,”-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

“ლელოს”  პოლიტსაბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ხელისუფლებას უკვე ჩართული აქვს ძალადობრივი მანქანა მიმდინარე კამპანიის დროს. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიხილეთ “ქართული ოცნების” პირობებში ჩატარებული სამი არჩევნების განმავლობაში – სუსისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის სრული დატვირთვით გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და მათ არჩევანზე ზემოქმედება.

“ქართული ოცნების” პირობებში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ადგილზე მუშაობის საკითხი  მწვავედ დგას და აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს.
 IRI, NDI, ეუთო/ოდირი, ევროკავშირი და სხვა მისიები სტანდარტულად გრძელვადიანად აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, როგორც დარღვევების აღმოფხვრის, ასევე ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის.  კოვიდ პანდემიის გამო სერიოზული საფრთხის წინაშე დგება გრძელვადიანი მისიების ჩამოსვლა საქართველოში და მათი სრულფასოვანი და შეუფერხებელი საქმიანობა ველზე. მინდა, თხოვნით მივმართო ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ მისიების ჩამოყვანა წინასაარჩევნო პერიოდში,”-აცხადებს დათუნაშვილი.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი იმაზეც საუბრობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად წელავს დროს და უმოქმედოდაა. სასწრაფოდ შესამუშავებელია სპეციალური მექნიზმი (გაიდლაინი), რათა პანდემიის პირობებში მისიებს შეეძლოთ სრულფასოვნად მუშაობა და მათ წარმომადგენლებს დროულად ჩამოსვლა ადგილზე.

“ეს საკითხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები და საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დროულად შეიმუშაოს ზემოხსენებული მექანიზმი, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სამუშაო გარემო შექმნას ადგილზე მისიების მუშაობისათვის.  ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. ველით დროულ რეაგირებას, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს მთელი საარჩევნო პროცესი და ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის თავისუფლება. ამავდროულად, მოვითხოვთ საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას პროცესის მიმდინარეობის შესახებ,”-აღნიშნა დათუნაშვილმა.

თეგები: თაზო დათუნაშვილილელო საქართველოსთვისფიქრია ჩიხრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved