• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფსოუზე რუსეთის საზღვრის გახსნამ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხი გაზარდა

ალია ავტორი - ალია
17:50 08-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

დღეს “ლელოს” ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და მდინარე ფსოუზე საქართველო-რუსეთის  საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე ისაუბრეს.

“ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის , ლანა გალდავას თქმით,  რუსეთიდან შემოსულმა ტურისტებმა გააუარესა ეპიდემიოლოგური სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც დაავადებულთა რიცხვის ზრდაში გამოიხატება.

“ფსოუზე რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ უკონტროლოდ შემოსულმა რუსულმა ტურისტულმა ნაკადმა საგრძნობლად გააუარესა ეპიდემიოლოგური სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, საგანგაშოდ იმატა დაავადებულთა რიცხვმა.


ადგილზე არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა და პერსონალი ვერ უმკლავდება ვირუსულ აფეთქებას. დე ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს მოხალისეობისკენ, დაინფიცირებულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დიდი ნაწილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ
საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების
ჩართულობით, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში
მივიღებთ ვირუსის გავრცელების ძალიან მძიმე სურათს და
ეპიდაფეთქების საფრთხეს,”-განაცხადა ლანა გალდავამ.

ლანა გალდავას თქმით, პოლიტიკური გაერთიანება აცხადებდა და ახლაც თვლის, რომ აფხაზეთში ინფიცირებული პირებისთვის გამოყენებულ უნდა იქნას საოკუპაციო ხაზთან, სოფელ
რუხში მდებარე საავადმყოფო. ამავდროულად, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში უნდა გადამზადდეს  მედპერსონალი.

“კიდევ ერთხელ ვახსენებთ მოქმედ ხელისუფლებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მათზე იზრუნოს.
საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება ფსოუმდე და როკის გვირაბამდე. დღევანდელ დღეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია,
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და საქართველოს ხელისუფლებას მართებს როგორც აფხაზურ, ასევე ოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ვალდებულება,”-აცხადებს გალდავა.

ბრიფინგის დროს “ლელოს” ფოთის, სენაკის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია ბარამიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ჟენევის ფორმატის ფარგლებში აღდგეს შეხვედრები გალის რაიონში, რომელიც ემსახურებოდა ინციდენტებზე პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავებას.
დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მსგავსი, მრავალმხრივი ფორმატი ხელს შეუწყობს, ეფექტურად გადაწყდეს ყველა საკითხი, რომელიც დგას აფხაზი მოსახლეობის წინაშე.

თეგები: ლანა გალდავალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved