• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წაშალა ვახო ჩიქოვანმა მობილურში – საქართველო ისრაელს მიმართავს – “საჭიროა სპეციალური ცოდნა”

ალია ავტორი - ალია
16:52 08-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

შაქარაშვილის საქმე – საქართველო შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ტელეფონებიდან წაშლილი ფაილების აღდგენის თხოვნით ისრაელს მიმართავს.

5 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამომძიებელი არკად კვანტიანი, ზემდგომ ორგანოებს მიმართავს, რომ საქმის გამოძიებაში ჩაერთონ ისრაელის სპეციალისტები.

გამომძიებელი დადგენილებაში წერს, რომ ვახო ჩიქოვანის ტელეფონთან დაკავშირებით 2 თვის განმავლობაში გამომძიებლები მუშაობდნენ და ცდილობდნენ აღედგინათ მტკიცებულებები, რომლებსაც ვახო ჩიქოვანის ტელეფონი ინახავდა მათ ეს ვერ შესძლეს. გამომძიებელს აქვს ინფორმაცია, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია აღნიშნული ფაილების აღდგენა არის ისრაელის სპეციალისტები. ტვ პირველის ინფორმაციით აღნიშნულ საკითხზე საქართველო ისრაელს მიმართავს.

“ვახტანგ ჩიქოვანის სარგებლობაში არსებული Apple წარმოების Iphone 11 პრო მოდელის მობილური ტელეფონიდან გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არსებული/წაშლილი ინფორმაციის ამოღებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ საექსპერტო დაწესებულებებში დანიშნული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნული ექსპერტიზების ფარგლებში დასახელებული მობილურის მეხსიერებიდან ვერ მოხერხდა წაშლილი ინფორმაციის სრულიუად აღდგენა და ამოღება. Iphone 11 პრო მოდელის მობილური ტელეფონიდან წაშლილი ინფორმაციის ამოღების ტექნიკური შესაძლებლობა აქვს ისრაელის სახელმწიფო ეროვნული პოლიციის საექსპერტო დაწესებულებას.

ვახტანგ ჩიქოვანის სარგებლობაშ არსებული მობილურში წაშლილი ინფორმაციის აღდგენას და ამოღებას ესაჭიროება სპეციალური ცოდნა” – აღნიშნულია განცხადებაში.

ის, თუ რა ინფორმაციის მატარებელია ვახო ჩიქოვანის მობილური ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამომძიებლებმა ვახო ჩიქოვანის საათი ამოიღეს. საათს ექსპერტიზა უტარდება. აღნიშნულ საკითხზე ამერიკის ფედერალური ბიურო მუშაობს .

თავად ვახო ჩიქოვანის ოჯახი იმაზე თუ რატომ წაშალა მან მობილური ტელეფონიდან ფაილები და მასალები აცხადებს, რომ ვახოს დასამალი არაფერის აქვს და იგი უდანაშაულოა.

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved