• რეკლამა
  • კონტაქტი
17:17, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – რა პირობებში მუშაობდა “ინფექციური” – გახარიამ ქვეყნის მთავარი კლინიკა გადააგდო?

ალია ავტორი - ალია
21:33 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩადის. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

“ასე ვამარცხებთ Covid-19-ს” — ასე ქვია ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ შენობაში ინტენსიურად წვიმს და ვედროებით წყლის აგროვების მიუხედავად, იატაკი სველია.

კლინიკაში, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ეპიდემიის დამარცხებაში (და ეს არ არის ჩვენი სიტყვები, თავად პრემიერი უწოდებდა ასე) – წყალი ჩადის, ოღონდ დღეს და გუშინ კი არა, წლებია…

ჩვენ ვამაყობთ ინფექციური საავადმყოფოს ექიმებით, მაგრამ არაფერი საამაყო არა აქვს და კრიტიკასაც ვერ უძლებს ხელისუფლება, რომელმაც მათთვის წლებია შენობის პრობლემა ვერ მოაგვარა.

https://www.facebook.com/aidscenter.ge/videos/280276633108958/

უკვე წლებია, ინფექციური საავადმყოფო აცხადებს, რომ შენობაში, რომელიც თავის დროსზე “ავერსს” მიჰყიდა სახელმწიფომ, რემონტის გაკეთების უფლებაც არა აქვთ. ეპიდემიის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, “ავერსი” ითხოვდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს შენობა დაეცალა.

თუმცა, ამასობაში კორონავირუსი გამოჩნდა და ინფექციური საავადმყოფო დაგვჭირდა.

მარტში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს დააკმაყოფილებს შენობით და უკვე ცნობილია, რომელ შენობასაც მისცემს, მეტიც, მხცოვანი ექიმი, თენგიზ ცერცვაძე, წაიყვანეს, აჩვენეს შენობა და კმაყოფილიც დარჩა, მადლობებიც უთხრა პრემიერს – თუმცა, მაისში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არ იცის რომელ შენობას და როდის მისცემენ ინფექციურ საავადმყოფოს.

მეორე დღესვე ინფექციურმა საავადმყოფომ საგანგებო განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას დანაპირები. თუმცა, ამ დრომდე, მთავრობას პასუხი საჯაროდ არ გაუცია. ცხადია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მთავრობის უფროსის ნებართვის გარეშე, პრემიერის დანაპირების გადათქმას ვერ გაბედავდა.

“ალია” წერდა, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ხელისუფლება ისევ ეცდებოდა გადაეგდო ინფექციური საავადმყოფო, რაც, სამწუხაროდ, ახდა კიდეც.

იმედია, ამის საშულებას აღარ მივცემთ.

ეს მასალა 25 მაისსაა მომზადებული!

დღეს, 20 აგვისტოს, ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საავადმყოფოს აღარ შეუძლია მიიღოს კორონავირუსით ინფიცირებული და აივ-ინფექციით ინფიცირებული პაციენტები. იგი იმასაც ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ საერთოდ არა აქვთ მუშაობის არანაირი პირობა შექმნილი და ამ პირობებს უკვე წლებია სამინისტროსგან ითხოვს, იგივე სამინისტრო საავადმყოფოს აქეთ აჯარიმებს. ბატონო თენგიზი მინისტრის სიტყვებს მკრეხელობას უწოდებს.

“ალია” შეუძლია, უფრო თამამი იყოს და სამინისტროს ქცევას და პრემიერის დუმილს ამდენი დაპირების შემდეგ – გადაგდება და დიდი აფიორა უწოდოს!

ქვეყანა, რომელიც მეორე ტალღისთვის ემზადება და ბიუჯეტიდან ყველა 18 წლამდე პირზე უკვე გამოჰყო 200 ლარი, არ უშვებს ქვეყანაში ტურისტს, აჩერებს რეგულარულ ფრენებს პანდემიის გამო, კეტავს ხან მარნეულს, ხან სვანეთს და ამ დროს აუქმებს ცხელების ცენტრებს და “ინფექციურ” საავადმყოფოს აიძულებს ყველა ხერხით, რომ უკიდურესს ფორმას მიმართოს!

რბილად რომ ვთქვათ, უცნაური სტრატეგიაა და ისე რომ ვთქვათ, როგორც არის – დიდი აფიორა ქვია ამას!

ალია

თეგები: გიორგი გახარიათენგიზ ცერცვაძეინფექციური საავადმყოფო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved