• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მუქთახორები არიან, ფეხბურთელებიდან დაწყებული მწვრთნელებით დამთავრებული – შეუწყდეს დაფინანსება ყველა გუნდს”

ალია ავტორი - ალია
14:51 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“თბილისი დინამო 0-2 ტირანა.

ტირანა არის გუნდი დინამოსგან განსხვავებით რომელიც 10 წლიანი პაუზის შემდეგ მოხვდა საკვალიფიკაციო ეტაპზე…..

გარდა ამისა ალბანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია, შესაბამისად გუნდი იყო შეუთამაშებელი და საფეხბურთო კონდიციებიდან ამოვარდნილი. დინამო პირიქით, სათამაშო კონდიცებში იყვნენ და საქ. ჩემპიონატიც კარგა ხნის განახლებულია. (იდეაში უკეთეს სათამაშო ფორმაში დინამო იყო)

მუდამ ვწერ ხოლმე, ქართულ კლუბებს და ფეხბურთელებს თავმოყვარეობა არ აქვთ, არც თავიანთი საქმე უყვართ და არც ფეხბურთელები არიან. კაცი რომელსაც 3 მოძრაობა ჭირდება იმისთვის რომ ბურთი დაიმორჩილოს ფეხბურთელი არ ქვია. ასეთი კაცების რაოდენობა კი წინა ათწლეულში არ ვიცი მაგრამ ბოლო წლების ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული. უყურებ როგორ ცოდვილობს ბურთან ურთიერთობისას კაცი და გრჩება შთაბეჭდილება რომ ეს ფეხები მისი არ არის, ან პროთეზია ან ვინმესგან ითხოვა….

კაი როგორც იქნა დაიმორჩილა, ახლა უკვე თავის აწევაა პრობლემა, რომ პასი გააკეთოს. პასის კულტურა და მოდენის ხედვა კიდევ იმდენად გრძელი თემაა რომ არ შევეხები. ყოველივე ამის შემდეგ, რატომ იჩემებენ ქართველი კომენტატორები და ჟურნალისტები რომ ქართველი ფეხბურთელები არიან ხაზგასმით ძალიან ტექნიკურები ვერ ვხდები, შეიძლება რაღაც მიზეზით, რაღაც ლოგიკით, რაღაც არგუმენტით, რაღაც ჩემთვის უცნობი ფაქტით ითვლება ეს ხალხი ტექნიკურად და მე არ ვიცი – ვინც იცით მითხარით. ვინც არგუმენტის გარაშე , ასე ცალფაზიანივით მომვარდება და მეტყვის რომ ქართველი ფეხბურთელები არიან ტექნიკურები სახეში დავარტყამ – ოღონდ მართლა დავარტყამ.

ე.წ ჯიგარი, თავდადება, ღირსება, ბრძოლისუნარიანობა რავიცი სირცხვილის გრძნობა რომ არ გააჩნიათ აქამდეც უნდა მიმხვდარიყავით . (მე კარგა ხანია ამაზე ვწერ) გამოსავალი არის იმაში რომ საქ. ჩემპიონატის დონე როგორმე გაიზარდოს, იმისთვის რომ ეს მოხდეს პირველ რიგში დაფინანსება უნდა შეუწყდეს, მუნიციპალიტეტზე დამოკიდებულ და სახელმწიფოზე ჩამოკიდებულ გუნდებს.

ჩვეულებრივი მუქთახორები არიან, ფეხბურთელებიდან დაწყებული მწვრთნელებით და მთლიანად შტაბით დამთავრებული. რამე შინაარსი აქვთ მათ თამაშს? ოდესმე რამე გაუკეთებიათ? საქართველოს ჩემიპონატში მაინც აკეთებენ რამეს? ყურებადი ჩემპიონატია? ვინმეს აინტერესებს ?

რამე ხეირი გვაქ მოსახლეობას ამ გუნდებისგან ? რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ გარანტირებული აქვთ ის რაღაცა პატარა ხელფასი და მეტზე არ აქვთ პრეტენზია და არც ვითარდებიან, მე არ მესმის ეს გაურკვეველი ხალხი რატომ უნდა ფინანსდებოდეს ჩემი ჯიბიდან – ოღონდ მართლა არ მესმის .

უნდა შეუწყდეს დაფინასება მუნიციპალიტეტზე ჩამოკიდებულ ყველა გუნდს (ე.წ სახელმწიფო გუნდებს) და მიხედონ თავიანთ თავს, გახდენ კონკურეტნუნარიანები რომ კერძო ბიზნესი დაინტერესდეს და ჩადოს მათში ფული. – საბოლოვო ჯამში კონკურენცია აწევს ჩემპიონატის დონეს და არა ის ჩვენი გადასახადებიდან, ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფული რასაც ყოველწლიურად ვასხავთ და ვასხავთ ამ მუქთახორებს ხახაში.

(ერთი “ამერი” გვახსენდება რომლის არსებობასაც შინაარსი ქონდა)”

თეგები: ბექა ქავთარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved