• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – როდის ესაუბრა გიორგის დედა ბოლოს და რა უთხრა ბიჭმა? – “ხმამაღლა ვეძახდი” – დედის ჩვენება

ალია ავტორი - ალია
14:02 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

„ტვ პირველის“ მიერ მოპოვებული გიორგი შაქარაშვილის დედის ჩვენებიდან ირკვევა, რომ თამარ შაქარაშვილი შვილს ბოლოს ღამის 12 საათზე ესაუბრა, იმ დროს, როცა აგარაკზე ჩხუბი უკვე მომხდარი იყო, თუმცა, როგორც გარდაცვლილის დედა იხსენებს, შვილის ხმაში არაფერი შეუნიშნავს.

დედის ჩვენება:

„2020 წლის 18 ივნისს სახლიდან გავედი დაახლოებით, 10:30 საათისთვის. ამ დროს გიორგის ისევ ეძინა, მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა ქალაქგარეთ. მას შემდეგ გიორგი აღარ მინახავს.

სანამ გიორგი დაბადების დღეზე წავიდოდა, მესენჯერში მომწერა, რომ უნდა წასულიყო ფალიაშვილის ქუჩაზე, სალონში. შემდეგ, რადგან გიორგის ტელეფონი არ ჰქონდა, დავურეკე გურამ ამირხანაშვილს. დაახლოებით, 20:00 საათისთვის და ვკითხე, წავიდნენ თუ არა დაბადების დღეზე. გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, იყო დიდუბის მეტროსთან, ელოდებოდა გიორგი და უნდა წასულიყვნენ დაბადების დღეზე. ამის შემდეგ დაახლოებით, 00:00-საათისთვის დავრეკე კვლავ გურამ ამირხანაშვილის ტელეფონზე, რა დროსაც ვესაუბრე გიორგის, თუ როდის მოვიდოდა სახლში, რაზეც მითხრა, რომ დილით დაბრუნდებოდა.

ვუთხარი, რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი. გიორგი მესაუბრებოდა ჩვეულებრივ, საუბარში არანაირი აღელვება, შეშფოთება, ნერვიულობა ეტყობოდა.

მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით“, – იხსენებს თამარ შაქარაშვილი.

შაქარაშვილის დედა ამბობს, რომ გიორგის გაუჩინარების ამბავი გურამ ამირხანაშვილისგან, გამთენიისას შეიტყო.

„დაახლოებით, 07:00 საათისთვის სახლში დარეკა გურამ ამირხანაშვილმა და იკითხა, გიორგი იყო თუ არა სახლში მოსული. ვუთხარით, რომ გიორგი სახლში დაბრუნებული არ იყო. მან მითხრა, რომ მცხეთაში, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბი, რის გამოც დაიმალა და ამის შემდეგ ვეღარ ნახა გიორგი. ამაზე ძალიან გავნერვიულდი. ჩემს ქალიშვილთან, გურამ ამირხანაშვილთან, ლაშა გურეშიძესთან და ოლეგ გოგოხიძესთან ერთად წავედით მცხეთაში გიორგის მოსაძებნად. პარალელურად, ყველამ დავიწყეთ ძებნა გიორგის სამეგობროსა და სანაცნობოში. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩავედით მცხეთაში და ამირხანაშვილმა გვაჩვენა ადგილი, სადაც ბოლოს გიორგი ნახა. თავდაპირველად მივედით დაბადების დღის ადგილას, შემდეგ წამოვედით ხიდებთან და გურამმა გვაჩვენა ის ადგილი, სადაც თავად დაიმალა და ადგილი, საითაც დაინახა, რომ გიორგი გარბოდა. აღნიშნულ პერიმეტრზე გიორგის ძებნა დავიწყეთ, ვფიქრობდი, რომ ჰქონდა რამე ტრამვა მიღებული და ხმამაღლა ვეძახდით. ამავდროულად, 112-შიც განვაცხადეთ ბავშვის დაკარგვის შესახებ. ამის შემდეგ ინტენსიურად დაიწყო გიორგის სამძებრო სამუშაოები“

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2929586303935362/
თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved