• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ქართული ლუდის კომპანია” მედია აქტივობების ლიდერია

ალია ავტორი - ალია
13:42 08-20-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ლუდის ინდუსტრიიდან მედიაში გაშუქებული სიახლეების მიხედვით
კვლავინდებურად სს “ქართული ლუდის კომპანია” ლიდერობს. COVID-19-ის
პანდემიის პირობებშიც კი კომპანიას მომხმარებელზე ზრუნვა არ შეუწყვეტია და
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე ლუდი “აია” დააბრუნა.
“აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის“ ლუდის ბაზრის მედია სტატისტიკის
მიხედვით, ლუდის ინდუსტრიის მედია აქტივობების 52% “ქართული ლუდის
კომპანიაზე“ მოდის, მისი მედია აქტივობის წილი 33% იყო 2019 წელს. 
როგორც “აიფიემში” განმარტავენ, ტრადიციულად, ზაფხულში ლუდის ინდუსტრია სიახლეებით მრავალფეროვანია და ეს მედიასაშუალებებშიც  თვალსაჩინოა. “ლუდის ბაზრის 2020 წლის სიახლეებიდან, აღსანიშნავია ის, რომ ლუდი „აია“, რომელიც ლუდის პირველი ბრენდია, დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღეს “აიას” ბრენდის მფლობელი სს “ქართული ლუდის კომპანიაა”. კომპანიის ქოლგის ქვეშ, ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს “აიაც” დაემატა”, აცხადებენ “აიფიემში”.


საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლებში ინდუსტრიაში მედია აქტივობის
რეიტინგის ლიდერი არ იცვლება.
წლის მეორე კვარტლიდან ლუდის სეზონის განმავლობაში, ინდუსტრიას, მედია
აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას „ქართული ლუდის კომპანია“.


“ის, რომ მედია გაშუქების მხრივ ლიდერები ვართ ამას ჩვენი 24 საათიანი მუშაობა განაპირობებს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დროსაც კი კომპანიას და მის მენეჯმენტს სიახლეებზე მუშაობა არ შეუჩერებია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ “ქართული ლუდის კომპანია” მედია აქტივობების ლიდერია. ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ კარანტინი და შეზღუდვები ადრე თუ გვიან დასრულდებოდა და ჩვენ ლოიალური მომხმარებელს ვერ გავაწბილებდით, რომელიც ჩვენგან სიახლეებს მუდმივად ელის. COVID-19-ის პირობებში როდესაც მსოფლიოში ლუდის ბაზარი მცირდება, ჩვენ მაინც შევეცადეთ სიახლეები შეგვექმნა და ეს წარმატებით  განვახორციელეთ”, – აცხადებს “ქართული ლუდის კომპანიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.


როგორც „აიფიემში“ განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით
ტენდენცია არ იცვლება ლიდერ კომპანიებს შორის, ზოგადი მახასიათებელი, რაც პანდემიამ გამოიწვია, ამ კომპანიების მედია აქტივობის, 2-3-ჯერ შემცირებაა. გარდა ამისა, გაცილებით მწირია ლუდის ბრენდების ჩამონათვალი, ლუდის ინდუსტრიაში მოთამაშე კომპანიების მედია აქტივობებს შორის. ორი ლიდერი კომპანიის სენტიმენტალური პროფილი, პოზიტიური გამოვლინებების  პროცენტულ წილზე მიუთითებს. ნეგატიური გამოვლინება კომპანიების შემთხვევაში არ ფიქსირდება.

კვლევა აჩვენებს, რომ “ქართული ლუდის კომპანიის” პოზიტიური მაჩვენებელი
84%-ია და ის ამ მიმართულებითაც კი აბსოლიტური ლიდერია. თავის მხრივ კი
სეზონის პოზიტივი ეხება მთავრობის, ინფექციონისტების ვიზიტებს კომპანიის
საწარმოში. მედიის ცნობით, საწარმომ ინფექციონისტების მადლობაც
კი დაიმსახურა, იმ უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტებისათვის, რომელსაც კომპანია იცავს.


(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved