• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახელმწიფო სიღარიბის გამო დედებს შვილებს ართმევს”- მედეა მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
17:20 08-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

“ლელოს” ქალთა საბჭოს დამფუძნებელი მედეა მეტრეველი სოციალური ქსელის საშუალებით იმ ფაქტს ეხმაურება, რის გამოც სოციალურმა სამსახურმა ნანა შარაშენიძე 4 თვის განმავლობაში შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს და შარაშენიძეს, რომელიც შვილის დაბრუნების მიზნით აქციის მოწყობას გეგმავს, თანადგომას უცხადებს.

მედეა მეტრეველის თქმით, სოციალურად დაუცველ დედებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და მათ აძლიერებდეს, ხოლო შესაბამისი სტრუქტურები შვილის ნახვის უფლებას არ უნდა უზღუდავდნენ.

“სიღარიბის გამო დედებს შვილებს კი არ უნდა ვართმევდეთ, მათ უნდა ვეხმარებოდეთ. ნანა შარაშენიძე მძიმე ისტორია, და ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი დაუცველები არიან ქალები და ბავშვები ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებამ მოსახლეობა, ქალები, დედები სიღარიბის უკანასკნელ ზღვრამდე მიიყვანა და მათ უკვე შვილებსაც ართმევს. სოციალური დაცვის სააგენტოს მიერ დედისგან ბავშვის განცალკევების და სხვა ოჯახში გადაყვანის გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს ობიექტურ და უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც სააგენტომ, საზოგადოების მაღალი ინტერესისა და დედის პროტესტის მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა. მოვითხოვთ სოციალური დაცვის სააგენტოსგან, უმოკლეს ვადებში გასცეს პასუხები ოჯახს და საზოგადოებას, თუ რა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება და დროულად გაასაჯაროოს შესაბამისი ფაქტები და მტკიცებულებები,”-წერს სოციალურ ქსელში მედეა მეტრეველი.

ცნობისთვის, ნანა შარაშენიძე 3 წლის შვილი, ნიკოლოზი, სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე წაართვეს და დედას შვილი 4 თვეა არ უნახავს. როგორც მშობელი ირწმუნება, ბავშვს შესაბამისი პირობები ჰქონდა და მისთვის გაუგებარია, რატომ ეკრძალება შვილთან თანაცხოვრება.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმედეა მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved