• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავრილოვის იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური” – გია ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
14:14 01-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის დელეგაციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გვერდით ავლით მიიღებს.

„გავრილოვის მოქმედება და საერთოდ, იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური, თორემ როცა შენ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობ, იმ პერიოდში არ ხარ მხოლოდ საქართველოს დედაქალაქი, არამედ საერთაშორისო ევროპის საბჭოს დედაქალაქი ხარ იმ დროს და გაქვს ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან არის საკონსულტაციო თემა ჩვენ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველასთან, იმიტომ, რომ იყო ეგეთი შემთხვევა, როცა ჩვენ არ დავუშვით და მცირე, მაგრამ არასასიამოვნო სანქციებიც დაგვადეს 2013 თუ 2014 წელს ამასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ლავროვის ფიგურა სხვა არის, ამასთან გაცილებით მეტი სიღრმისეული მსჯელობა გვმართებს, იმიტომ რომ ფორუმი, რაც უნდა ჩატარდეს ჩვენთან ერთი მხრივ არის ძალიან დიდი დაფასება, ჩვენი სახელია საერთაშორისო დონეზე, მეორე მხრივ, საფრთხეები.

ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩავატარეთ თბილისში, ამასთან დაკავშირებით ვალდებულებები შევასრულეთ, თუმცა, იყო შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ – საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ ნებისმიერი კომიტეტის ჩატარება 2 წლის მანძილზე საქართველოში აიკრძალოს. მართალია, კომიტეტი არც იყო დაგეგმილი საქართველოში იმ პერიოდში, მაგრამ ფორმალურად არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო. ასე რომ, ადვილი თემა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ან პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი საკითხი. ამაზე ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვმართებს ჩვენს პარტნიორებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში,”

თეგები: გია ვოლსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved