• რეკლამა
  • კონტაქტი
06:06, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გოგა ხაინდრავას ბიუჯეტიდან 100 ათასს აძლევენ – რა ფილმი დაუკვეთა ხელისუფლებამ რეჟისორს?

ალია ავტორი - ალია
14:46 08-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა 13 აგვისტოს გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის “კინო და ღვინო” ფილმის დაფინანსების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამ გადაწყვეტილებით ფილმისთვის “სიმართლე აფხაზეთზე” ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ახალი ფილმი, რომელსაც ხელისუფლება უკვეთავს, აფხაზეთში რუსული პროპაგანდის საპირწონე უნდა გახდეს.

მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ რეალობა დაამახინჯა და ცდილობს ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას. ფილმის მიზანი კი მუჰაჯირობის შესახებ რეალური ფაქტების მიწოდებაა.

“სამწუხაროდ, იქ წამლავენ ხალხს და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლის პროპაგანდა”, – თქვა ხაინდრავამ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით ირკვევა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ შესყიდვების სააგენტოს ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა და დოკუმენტაციას ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც დაურთო.

თუმცა თავად აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ პროექტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებას „გაუგებრობა” უწოდეს და რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ წელს გოგა ხაინდრავას კომპანია ფილმის გადაღების შეკვეთას არ მიიღებს.

„თუ მსგავსი მოთხოვნა არსებობდა, ეს მოთხოვნა გაუქმდება და 2020 წელს მსგავსი შესყიდვა არ განხორციელდება… ჰქონდა გაუგებრობას ადგილი“, – განმარტავენ უწყებაში.

თავად ხაინდრავა ამბობს, რომ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს მთავრობიდან მისი წარმომადგენელი გასულ კვირას ესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ ფილმის გადასაღებად ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა.

რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მის კომპანიას არაერთი ფილმი აქვთ გადაღებული. მათ შორის ერთ-ერთი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით. ფილმს “ჰეროკრატია” ერქვა, იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს შეეხებოდა.

რადიო თავისუფლება

თეგები: გოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved