რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს, ალექსანდრე ნოვაკს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა.
როგორც რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნეს, მინისტრმა კორონავირუსზე ტესტი შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში სამუშაო ვიზიტისას ჩააბარა, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა.
უწყებაში განაცხადეს, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
კომენტარები