• რეკლამა
  • კონტაქტი
00:56, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების და პარტიული სიის წარდგენა

ალია ავტორი - ალია
00:28 08-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

“ლელო საქართველოსთვის” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების და პარტიული სია წარდგინა. წარდგენის ღონისძიებას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პოლიტიკური გაერთიანების სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
 
აჭარაში “ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების და უმაღლეს საბჭოს სია  18 წარმომადგენელისგან შედგება, აქედან სამი ქალია, რომელიც “ლელოს” წარმოადგენს.

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  საქართველოს პარლამენტში იქნებიან: ჯამბულ ხოზრევანიძე, პაატა ცივაძე, ირაკლი კუპრაძე. ხოლო
აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენენ: 

1. გიორგი თავართქილაძე -ფინანსისტი
ეკონომისტი, დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი საფინანსო სკოლა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. იყო მიწვეული ლექტორი ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტში, დღემდე „ჯითი კაპიტალ მენეჯმენტის“ დირექტორი.
 
2. გენადი თებიძე – იურისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ის კურსდამთავრებული. იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, “დემოკრატიული აჭარას” თავმჯდომარე, გაზეთ „აჭარას“ რედაქტორი, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, ბათუმის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე,  თვითმმართველობაში მუშაობის დროს იყო სხვადასხვა პროექტის ავტორი, მისი ინიციატივით დაარსდა ,,საპატიო ბათუმელის წოდება“ და ბათუმ ქალაქობის დღესასწაული. არის რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი. არის საქველმოქმედო ფონდ „ალილო 2015“-ისა და ქართულ-უკრაინული პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ დამფუძნებელი. 

3. ვაჟა დარჩია: განათლებით პოლიტიკის მეცნიერი, სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტური მოძრაობების აქტიური წევრი. წლების განმავლობაში იბრძოდა გარემოს დაცვითი, შრომითი უფლებებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მისაღწევად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მონაწილე და ორგანიზატორი. 

4. რაულ პაქსაძე – ბათუმის გამორჩეულად წარმატებული ექიმი-ტრავმატოლოგი, 2003 წლიდან მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში. ბოლო 6 წლის  განმავლობაში იყო ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის დირექტორი. ამჟამად ბათუმის სამედიცინო ცენტრში ხელმძღვანელობს ორთოპედია-ტრამვატოლოგიის მიმართულებას. 2004 წლიდან დღემდე, აქტიურად ჩართულია პოლიტიკაში. ხულოს საკრებულოს წევრი.

5. დავით მამულაძე – ექიმი – ალერგოლოგი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მედიცინის დოქტორანტი – 10 წლიანი საექიმო საქმით მუდმივად დგას ბათუმელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად!
 
6. გიორგი დარჩია – არქიტექტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. აქვს დარგში 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება. არის ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი, მათ შორის, დააპროექტა ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ბოლო წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას.

7. მერაბ აბაშიძე (მაჟორიტარი) – განათლებით ფილოსოფოსი, ეკატერინბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2012-2016 წლებში. უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე. აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში, არის მრავალი საკანონმდებლო პროექტის ავტორი, მათ შორის  არის აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ,,მთის კანონის“ თანაავტორი.

8. მიხეილ ქავთარაძე – საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მე მიყვარს ბათუმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი – იურისტი – დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში იბრძვის ბათუმის ურბანული პრობლემატიკის მოსაგვარებლად და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

9. ივანე ფირცხალაიშვილი –  ეკონომისტი.
დაამთავრა ბიზნესისა და მარკეტინგის უნივერსიტეტი, აქვს 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალში. იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი. ბოლო წლებში საქმიანობს კერძო სექტორში.

10. გოჩა ჟღენტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ორი პროფესიის მქონე, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი და სატყეო-საინჟინრო საქმის სპეციალისტი. 2004-2005 წლებში იყო ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ასევე 2005-20012 წლამდე გახლდათ წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

11. ზვიად დიასამიძე – ისტორიკოსი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა  საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტად და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. არის ტბელ აბუსერიძის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე და მისი მშობლიური ფურტიოს სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 

12. მაკა ცინცაძე – იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. არის სამოქალაქო და სისხლის სამართლის სერტიფიცირებული ადვოკატი 15 წლიანი გამოცდილებით. მრავალი წელია, თანამშრომლობს ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან ქართველ იურისტთა გადამზადების პროექტებში. ფლობს 4 უცხო ენას. არის 2 წიგნის ავტორი.

13. გულნარა აბაშიძე – ექიმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებული. 20 წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებზე მოღვაწეობდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კლინიკაში, იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამედიცინო მიმართულების მოწვეული ლექტორი.

14. საბრი ბრუნჯაძე – ფსიქოლოგი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამოქალაქო აქტივისტი, წლების განმავლობაში არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. იცის 4 უცხო ენა და ჟესტური ენა.

15. ეკა დავითაძე – ბათუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი და დოქტორანტი – მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. ქართულ – ავსტრიული ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებული. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. განათლების სერტიფიცირებული ტრენერი მასწავლებელთა სახლში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აჭარის ტელევიზიაზე, ტვ-25-ზე, გაზეთ 24- საათში, გაზეთ აჭარაში. მუშაობდა აჭარის მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტში!

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved