• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაგვის ურნას წიხლებს ურტყამდა და იგინებოდა – თქვენი დედები მ……ნ, ჩემზე მეტად დამათხოვრდით?”

ალია ავტორი - ალია
18:43 08-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

ჟურნალისტი ნათია ჯიმშელეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს დილის მერე ვფიქრობ ამის შესახებ დამეწერა თუ არა და საბოლოოდ ვწერ!

წუხელ ბათუმიდან დაბრუნებული, დაღლილი ახალი ჩაძინებული რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, ვერ გავიგე უცებ რა ხდებოდა, მერე როცა გამოვერკვიე მივხვდი, რომ ღია ფანჯრიდან შემოდიოდა ბრახუნის ხმა, მაშინვე ფანჯარასთან მივედი და რას ვხედავ, იქვე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ვიღაც ასაკოვანი მამაკაცი ნაგვის ურნას წიხლებს ურტყამს გამეტებით, თან ყვირის და იგინება – თქვენი დედები მ……ნ, თქვენ ჩემზე მეტად დამათხოვრდით?

ვაკვირდები გაოცებული ნასვამი ხომ არ არი-მეთქი, მაგრამ არ ჩანდა….მერე მეორე ურნასთან მივიდა და იქ დაიწყო ნაგვის ქექვა, რაღაც ამოიღო და თავის პარკში ჩადო და ისევ გააგრძელა….რა მექნა არ ვიცოდი, გული მეტკინა…

უცებ ჩემი ბიჭი გავაღვიძე, და ვთხოვე ჩაეცვა და გამყოლოდა, ვიდრე მან ჩაიცვა მე პარკში პური, კარტოფილი, ყველი, ხილი, სოსისი და აღარ ჩამოვთვლი, მოკლედ რაც იმწუთას შეიძლებოდა 2-3 წუთში მომეძებნა ოჯახში ერთ პარკში მოვათავსე და უცებ ჩავირბინეთ, რათქმაუნდა იმ კაცს არ გამოვლაპარაკებივართ, რომ დაგვინახა ოდნავ ჩამოსცილდა იქაურობას, ჩვენც ჩატანილი საკვებით სავსე ცელოფნის პარკი ნაგვის ურნაზე ჩამოვკიდეთ, თითქოს ნაგვის გადასაყრელად ჩავედით და მაშინვე უკან დავბრუნდით.

სახლში დაბრუნებულმა ფანჯრიდან გადავიხედე და აღარც ცელოფანი იყო და აღარც ის კაცი. შვილმა კი ვერ გაიგო რა მოხდა ისე უცებ და მკითხა, დედა, ღამის პირველი საათი ყოფილა და ახლა რომ არ ჩაგვეტანა ნაგავი დილით ვერ ჩავიტანდითოო???ვუთხარი რაც მოხდა და……

მოკლედ რაღა გითხრათ, რაღა დავამატო…ვერც ვერაფერს გეტყვით, მარტო შეკითხვას გისვამთ, – რა, რა რააააა არის შესაცვლელი ასეთ ქვეყანაში??

ისე ამ შეკითხვას ჩემს ახლანდელ სტატუსამდე უფრო თამამად დავსვამდი, ასე რომ “დღევანდელიბას” ნუ მიაწერთ ამას!!!”

თეგები: ნათია ჯიმშელეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

13:06 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved