• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო” ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების გზას სისტემური რეფორმის ცვლილებაში ხედავს

ალია ავტორი - ალია
15:18 08-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

17 აგვისტოს “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა
ლიდერმა კახა კოჟორიძემ და საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ, ილია მეკოკიშვილმა, პრესკონფერენცია გამართეს ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმესი სტატისტიკისა და საგზაო უსაფრთხოების რეფორმირებაზე. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 
სტატისტიკა ასეთია: 6608 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 85 946 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად 10 000 ოჯახი ზიანდება. სწორედ ამ პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ. ილია მეკოკიშვილი სხვა ადამიანებთან ერთად იმუშავებს იმ რეფორმაზე, რომელსაც “ლელო”გეგმავს.

კახა კოჟორიძის თქმით, მოქმედი და ყველა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურმა და გულგრილმა დამოკიდებულებამ შედეგად უმძიმესი სტატისტიკა მოიტანა. კოჟორიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს. 


“ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მძღოლების პროფესიული მომზადების მაღალ სტანდარტს. შედეგად, მძღოლთა მომზადების დაბალი  დონე და დაბალი კვალიფიკაცია არის ტრაგედიების ერთ-ერთი მიზეზი. საგამოცდო ბილეთები იბეჭდება წინასწარ, რასაც იზეპირებს პირი და გადის გამოცდაზე. ეს გახლავთ გამოცდების ჩატარების საბჭოური წესი. მსგავსი რამ არ ხდება ევროპის არცერთ ქვეყანაში. ცხადია, წინასწარ დაზეპირებული ბილეთები ვერ უზრუნველყოფს საკითხის სწავლასა და გააზრებას.  პრობლემაა მოუწესრიგებელი გზა და მისი ინფრასტრუქტურა (ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშნები), რაც  არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნებს. არ არსებობს უწყება, რომელიც აკეთებს ავტოსაგზაო შემთხვევების მეცნიერულ შესწავლას, ანალიზს და პრევენციული ღონისძიებების სისტემურ დაგეგმვას. შსს მხოლოდ სტატისტიკას აღრიცხავს. ვიცით, რამდენი გარდაიცვალა და რამდენი დაშავდა. მაგრამ რატომ გვაქვს ასეთი კატასტროფული სტატისტიკა და როგორ გავაკეთოთ პრევენცია, ამაზე არავინ ფიქრობს,”-აცხადებს კოჟორიძე. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და გამოსავალზე საუბრობს, რაც სისტემურ რეფორმაში გამოიხატება.  

“უმთავრესია საბჭოური საგამოცდო სისტემის შეცვლა. წინასწარ დაბეჭდილი და დაზეპირებული ბილეთების ნაცვლად, მომავალში კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მხოლოდ გააზრებული ცოდნის საფუძველზე. მძღოლის პროფესია უნდა გახდეს რეგულირებადი პროფესია, რადგან ის ევროპული სტანდარტით ითვლება მომეტებული საფრთხის შემცველ პროფესიად. უნდა მოხდეს სწავლება ლიცენზირებულ სკოლაში, სერტიფიცირებული მასწავლებლებისგან და გამოცდის ჩატარება ქალაქის პირობებში. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი აუცილებელია ქალაქის პირობებში. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გაზრდილიყო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დღემდე ეს ვალდებულება არ არის შესრულებული.
უნდა შეიქმნას ერთი სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: შემთხვევების მეცნიერული ანალიზი და პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგება,”- აცხადებს კოჟორიძე.

თეგები: კახა კოჟორიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved