• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ გასვენებაში უნდა მოვიდე” – ნიკო ბერიძე

ალია ავტორი - ალია
14:54 08-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

11 აგვისტოს ბათუმში, “ორბი თაუერსის” ერთ-ერთი კომპლექსის მეოცე სართულიდან 25 წლის ლაშა კუხიანიძე გადმოვარდა. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

ლაშა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი გახლდათ. ის ქუთაისელი იყო და თავის ქუთაისელ მეგობართან ერთად თეატრის მსახიობის, ტიტე კომახიძის სახლში ცხოვრობდა.

ლაშამ 8 აგვისტოს იქორწინა. ბობოყვათში ხელი მარიამ ჩხარტიშვილთან მოაწერა. წყვილს, “ორბი თაუერსის” მეოცე სართულზე, აპარტამენტი, ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული. 11 აგვისტოს კი უბედური შემთხვევა დატრიალდა…

No description available.

“პრაიმტაიმს” თავის გარდაცვლილ მეგობარზე მომღერალი ნიკო ბერიძე უყვება. ნიკოს კარგად იცნობთ კოტეს როლით გახმაურებული მიუზიკლიდან “ქეთო და კოტე”, რომელიც 2011 წელს ბათუმის ხელოვნების ცენტრში დავით დოიაშვილმა დადგა. ნიკოს პარტნიორობას სოფო ნიჟარაძე უწევდა.

ნიკომ გარდაცვლილი მეგობრისგან გამოგზავნილი უკანასკნელი მონაწერის “სქრინი” გამოაქვეყნა, სადაც ლაშა თავის ხელის მოწერაზე ეპატიჟება ნიკოს. “ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ შენს გასვენებაში უნდა მოვიდე” – აწერს მიმოწერას ბერიძე.

სამწუხაროდ, ნიკო მეგობრის ბედნიერების დღეს მის გვერდით არ იყო. ჩვენთან საუბარში კი დანანებით ამბობს, რომ უნდა წასულიყო…

ნიკო ბერიძე: – ეს ჩემ პირადი პრობლემა იყო, რატომ ვერ წავედი. მეორე დღეს ვიფიქრე, რატომ არ უნდა წავსულიყავი-მეთქი? უნდა წავსულიყავი…

ლაშა კუხიანიძე ჩემი “ლუბიმჩიკი” მეგობარი იყო… ბელის ვეძახდით. დრამატულ თეატრში გავიცანი. მაშინ მისი მეგობარი, ასევე ქუთაისელი თორნიკე ბარამიძე თეატრალურის სტუდენტი იყო და ლაშა მასთან ჩამოვიდა ბათუმში. მაშინვე ჩემი “ლუბიმჩიკი” გახდა. ლაშა და თორნიკე, თოთი, განუყრელი მეგობრები იყვნენ. უერთმანეთოდ ვერც ერთი ვერ წარმომედგინა. ახლა რას განიცდის თორნიკე, წარმომიდგენია…

No description available.

ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა, გაცნობის დღიდან. მე და აჩიკო გოგიტიძე სადაც კი მივდიოდით, ლაშას სულ თან დავატარებდით. მუდამ მომღიმარი იყო. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი. ნიჭიერი მსახიობი იყო. საერთოდ, უნიჭიერესი კაცი იყო!

ერთადერთი იყო, ვისი დანახვაც ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს (მაშინ, როდესაც ამ დროს არავის ნახვა არ მსურს) აბსოლუტურად მავიწყებდა ყველა ნეგატივს. გამოჩნდებოდა თუ არა, იქვე მთავრდებოდა ჩემი ცუდი ხასიათიც.

ერთხელ ერთ ბარში შევედი, ცუდ ხასიათზე და გადაღლილი. თურმე იქ იყო ბარმენად, არ ვიცოდი, სიურპრიზად ვნახე. გამიხარდა… რა გჭირს ბიჭო, სახეზე გაწერია – “ვერ ვარო”, მკითხა. რა ვიცი-მეთქი. მე იცი, როგორი ბარმენი ვარო? კლიენტები რომ გულს უშლიან ისეთი კი არა, აქეთ რომ ტვინს უბურღავს ბარში შემოსულს და თავის პრობლემებზე ელაპარაკებაო… მაშინვე გავხალისდი.

19 წლის იყო ქუთაისიდან რომ ჩამოვიდა ბათუმში და მალევე გახდა ბათუმელების საყვარელი ბიჭი. ჩააბარა თეატრალურში, დაამთავრა და ბათუმის თეატრის მსახიობი იყო. ჰქონდა წარმატებული როლები.

26 აგვისტოს, თავის ოქროს დაბადების დღეზე, პრემიერა უნდა ეთამაშა…

ლაშა და თორნიკე ბათუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობის, ტიტე კომახიძის სახლში ცხოვრობდნენ. ორივე შვილივით უყვარდა ტიტეს.

ლაშაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. არ მჯერა, მაგრამ რომ ვაანალიზებ, შემომაწვება და ვერ გეტყვით, რა ხდება ჩემში…

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved