• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიარქმა დააბრუნებინა ოჯახში 9 შვილი” – “ანტიქრისტეს მიზანში ჰყავს ამოღებული ოჯახი და მიდის შეტევა“

ალია ავტორი - ალია
14:27 08-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მოსაყდრე შიოს უშუალო ჩარევით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს სოციალური სამსახურის მიერ ჩამორთმეული ბავშები დაუბრუნეს.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „პატრიარქი პირადად იყო ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ, მან დაავალა მეუფე შიოს საკითხში გარკვევა, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია სოციალურ სამსახურთან და ბავშვები უკვე საკუთარ მშობლებთან იმყოფებიან“.

ფუტკარაძეების საქმეს ეხმაურება სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონიც:

„მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომელიც პირადად ჩაერია, მადლობა ჩვენს მღვდელმთავრებს და მოსაყდრეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადად ჩაერია, ჩავიდნენ ადგილზე და საჯაროდ გამოიტანა ეს საქმე“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა სხალთის ეპარქიის სამღვდელოებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაერთიანებულ კრებაზე.

„რა მოხდა სინამდვილეში? ეს ფაქტი უნდა გავაანალიზოთ. ოჯახში მიუვარდნენ, 9 შვილი წაართვეს, გეგონება დიდი თურქობა, ლეკიანობა, ან ყიზილბაშობაა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი არ არის ერთჯერადი. ვინ? არის სპეციალური ხალხი, რომელთაც ქვიათ სოცმუშაკები, დაგეშილი ხალხი, რომლებიც მხეცებთ შედიან ოჯახებში და ართმევენ ბავშვებს. წარმოუდგენელი ფაქტია. პირველ რიგში, ეს არის ოჯახის ინსტიტუტზე დარტყმა… წყეულ ანტიქრისტეს მიზანში ჰყავს ამოღებული ოჯახი და მიდის შეტევა“, – ამბობს მეუფე სპირიდონი.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: საქართველოს პატრიარქიფუტკარაძეების ოჯახი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved