• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

14 ორგანიზაციის წერილი – “მთავარ აქცენტებში” გასულ ინტერვიუზე

ალია ავტორი - ალია
02:57 08-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში გაშუქების პროცესს და მოუწოდებენ მედიას, განუხრელად დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი 2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას.

მთავარ არხზე წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთის მხრივ, თავად გარდაცვლილის ხოლო, მეორეს მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მედიის განსაკუთრებული როლი, აკონტროლოს საჯარო ხელისუფლება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ მიმდინარე გამოძიების ხარვეზულობასა და მისი ღიაობისა და გამჭირვალობის პრობლემას, არსებითი გვგონია საქმეზე საჯარო განხილვა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვითა და პატივისცემით წარიმართოს. ამგვარ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების, ასევე მისი მეგობრების ღირსების, პირადი ცხოვრებისა და მორალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ადამიანის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სფეროში მოიაზრებს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო.[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს გარდაცვლილი პირის მშობლების კონსტიტუციურ უფლებას, იდავონ გარდაცვლილი შვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია, ამავდროულად, არღვევს მათ პირად უფლებებს. [2]

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების გარანტიები ვრცელდება ასევე გარდაცვლილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. [3]მაგალითისთვის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე Plon v. France (№58148/00) მიიჩნია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ემსახურებოდა გარდაცვლილის პატივის, რეპუტაციისა და პირადი ცხოვრების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ასევე, საქმეზე Almeida Leitão Bento Fernandes v. Portugal (№ 25790/11, 12 მარტი, 2015 წ.), ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი არასაჯარო პირების პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნება სცდებოდა ავტორის გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ფარგლებს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება, ერთის მხრივ, ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოების უფლება ინფორმაციის მიღებაზე, მეორეს მხრივ კი, საქმეში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ამგვარი კონფლიქტის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს ინფორმაციის მნიშვნელობას საჯარო ინტერესის მქონე დებატებში ინფორმაციის  სუბიექტის ცნობადობას, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს,  ფორმასა და შედეგებს.[4]

ხელმომწერი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე“. ამასთან, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ სარგებლობს მაღალი საჯარო ინტერესით. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ამ უფლების არსს, რომელიც თავისთავში მოიცავს პასუხისმგებლობასაც და ზღვარდადებულია სხვათა უფლებების დაცვის ინტერესით. [5]როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, “გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან”. [6]ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას, პრესამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც განზრახ თუ გაუფრთხილებლად, ზიანს მიაყენებს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.[7]

მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს.[8] გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ.[9]

პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებებისა და ინტერესების გახილვადებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედია საშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ დაგანუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და  მედია ეთიკის სტანდარტები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

კავშირი საფარი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

თანასწორობის მოძრაობა;

უფლებები საქართველო;

ღია საზოგადოების ფონდი;

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);

მედიაკლუბი;

სატელევიზიო ქსელი;

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმებაჩანა ლობჟანიძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved