• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მავთული, რომელიც აღმოჩნდა ვაკის კრაბსბურგერში და ჩემ შვილს ჩაერჭო ყელში – ექიმმა მითხრა, უფალს მადლობა შესწირეო”

ალია ავტორი - ალია
19:45 08-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ად­ვო­კატ­მა დი­ა­ნა გვი­ში­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

“მავთული რომელიც აღმოჩნდა ვაკის კრაბსბურგერში და ჩემს შვილს ჩაერჭო მარჯვენა მხარეს ყელში, გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანით და დროული დახმარებით გადარჩა დახრჩობას, ვპოსტავ მხოლოდ იმიტომ, რომ იყავით ფრთხილად!!!!!! მადლობა უფალს გადავრჩით

მოგვიანებით, დი­ა­ნამ “ამბები.ჯი”-თან ისაუბრა:

– ჩემი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 15 წლის არის, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად “მზი­ურ­ში” კონ­ცერტს და­ეს­წრო, რის შემ­დე­გაც ასუ­ლან ვა­კე­ში ამ ობი­ექ­ტზე. აი­ღეს ბურ­გე­რე­ბი და მი­ირ­თმევ­დნენ, მი­თხრა, ჭა­მის დროს ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც გა­დამ­ცდა და შემ­დეგ და­მა­წყე­ბი­ნა ხვე­ლაო. ამ მო­მენ­ტში ზოგ­მა წყა­ლი მი­ა­წო­და, ზოგ­მა პური, მთე­ლი გზა წყალს ას­მევ­დნენ. სახ­ლში რომ მო­ვი­და და ყელ­ში ჩავ­ხე­დე, უს­ტვენ­და­სა­ვით ბავ­შვი, შა­ვად ჩან­და რა­ღაც ყელ­ში. გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და რომ ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ ბავ­შვს არ ესა­უბ­რა და მა­შინ­ვე იაშ­ვილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ დიდი მაკ­რატ­ლით ამო­ა­ცა­ლეს, 4-5 სან­ტი­მეტ­რის რკი­ნა, რო­მე­ლიც იდ­რი­კე­ბო­და. მე­ნე­ჯერ­საც ვუ­თხა­რი, რომ ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ­დი და ასე­ვე ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი. უბ­რა­ლოდ დავ­წე­რე ერთი რა­ღა­ცის გამო, რომ ისევ თვი­თონ იყ­ვნენ ყუ­რა­დღე­ბით, ჩემი შვი­ლი გუ­შინ სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა და ეს და­მი­დას­ტუ­რეს ექი­მებ­მა. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მე­ნე­ჯე­რი, მეც შვი­ლე­ბი მყავ­სო. მინ­და ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ ყვე­ლა ბავ­შვი ჭამს ბურ­გერს და ფრთხი­ლად იყ­ვნენ – აი, ეს იყო ჩემი სტა­ტუ­სის მი­ზა­ნი და მეტი არა­ფე­რი.

– ალ­ბათ, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ შე­ა­მოწ­მე­ბენ ობი­ექტს…

– არ ვიცი, რაც უნდა, ის ქნან. მე მაქვს ვი­დე­ოც და ყვე­ლა ფაქ­ტი, რომ სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ და ბავ­შვი იაშ­ვილ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ვერ აგი­წერთ გუ­შინ მე რა გა­და­ვი­ტა­ნე. მინ­და, ჩემი სტა­ტუ­სით ხალ­ხი გაფრ­თხილ­დეს და ეს ობი­ექ­ტე­ბიც იყ­ვნენ ფრთხი­ლად. ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ უფალს შეს­წი­რე მად­ლო­ბაო, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და ად­გილ­ზე­ვე ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი.

“კრას­ბურ­გე­რის” მე­ნე­ჯე­რი თაკო ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რით თა­ვა­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლია:

– ბავ­შვის მშო­ბელს ვე­სა­უბ­რე, მე მყავს 5 შვი­ლი და ჩემ შვი­ლებს აქ, ჩემ­თან ვაჭ­მევ. ხორ­ცი “აგ­რო­ჰა­ბი­დან” მო­მაქვს, აქ რკი­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რია. დე­დას რომ ვე­სა­უბ­რე, არ ჩანს ისე­თი ქალ­ბა­ტო­ნი, რომ რამე მო­მი­გო­ნოს, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია. უბ­რა­ლოდ ვერ ვხვდე­ბი, მთე­ლი დღე აქ ვარ და ვერ ვი­გებ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რკი­ნა ხორ­ცში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. არ მაქვს რკი­ნის არა­ფე­რი ობი­ექ­ტზე, შე­ვე­დი ახ­ლაც და ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე.

– ად­გილ­ზე მოხ­და ეს ფაქ­ტი?

– ად­გილ­ზე არ მომ­ხდა­რა, მერე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სწო­რად გა­მი­გეთ, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ვე­სა­უბ­რე, ძა­ლი­ან მშვი­დად მე­ლა­პა­რა­კა. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, მე­სა­მე წე­ლია, რაც ეს ობი­ექ­ტი მაქვს. მეც შვი­ლე­ბი მყავს და ჩემი შვი­ლის მე­გობ­რე­ბიც აქ მი­ირ­თმე­ვენ. კვე­ბას ეხე­ბა და უნდა ნა­ხოთ, რო­გო­რი სი­სუფ­თა­ვე მაქვს. ყო­ველ­დღე ახა­ლი ხორ­ცი მო­მაქვს. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ავან­ტი­უ­რა იქ­ნე­ბო­და, არა­ვინ არ არის ამის­გან და­ზღვე­უ­ლი. ცოტა ხნის წინ მზა­რე­უ­ლი ძა­ლი­ან კონ­ფლიქ­ტუ­რად გა­ვუშ­ვი და ვი­ფიქ­რე, იქი­დან მო­დი­ო­და ეს ამ­ბა­ვი. თუმ­ცა ბავ­შვის დე­დას რომ ვე­სა­უბ­რე, ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი ქა­ლია. ვერც იმას ვი­ტყვი, რომ არ იყო-თქო და ვერც იმას, რომ ნამ­დვი­ლად იყო.

– შე­ი­ძი­ნეს ბურ­გე­რი და გზა­ში მი­ირ­თვა ბავ­შვმა?

– არა, აქვე მი­ურ­თმე­ვია, მე მთე­ლი დღე აქ ვარ და აქ ცუ­დად არ გამ­ხდა­რა. უკვე სახ­ლში მი­სულს აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ამ ქალ­მა მი­თხრა, რომ არ ვა­პი­რებ არა­ფერ­სო, მაგ­რამ ჩემ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. სწო­რად გა­მი­გეთ, არა­ფერს ვაბ­რა­ლებ, მაგ­რამ თუ ბავ­შვს ყელ­ში რკი­ნა აქ გა­ე­ჩხი­რა, ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, აქვე ხომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო რე­ა­გი­რე­ბა?

– ფო­ტო­ზე ძა­ლი­ან დიდი ზო­მის რკი­ნა ჩანს…

– რო­გორ გი­თხრათ, ამ ზო­მის რკი­ნა არა­რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ მჯე­რა თან მშობ­ლის.

– მგო­ნი, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა­აა ამ­ხე­ლა რკი­ნა საკ­ვებ პრო­დუქ­ტში…

– რა გი­თხრათ, ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვარ.

ამბები.ჯი

თეგები: კვების ობიექტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved