• რეკლამა
  • კონტაქტი
15:31, კვირა, 24 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ – სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

ალია ავტორი - ალია
13:19 08-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

წერილი მომავლიდან – “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერს, ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს.

“ძვირფასო მე,

გწერ 2020 წლის 4 აპრილიდან

თუ არ წაიკითხავ, უკეთესია.

მართალია, ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასოდეს მოგწერდი, მაგრამ, ეს უნდა გავაკეთო. თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტა იცოდე, რამდენ რამეს გადავაბიჯე, ეს რომ მომეწერა.

პირველი, რაც მინდა იცოდე, ისაა, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოგქცევივარ, გულშიც კი არ გამივლია, შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება. არასდროს, არც შეგნებულად და არც შეუგნებლად.

პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის. არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი, ან რა როგორ მიიღე, რა მოგიყვა და რა როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ, მერწმუნე, არასდროს, არასდროს, განგებ ცუდის ჩადენა არც კი გამიფიქრია.

ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ და არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ.

მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი, სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე ძალიან სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის, შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული ***-ის სწავლა-განათლებითა და მასთან ურთიერთობით. მახსოვს ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან, ამის ფონზე კი შენი დაცვის იმედით გათამამებული შენი „მეგობარი“ მამცირებდა… იქნებ, ერთადაც გადაწყვიტეთ ასე. კოშმარად მექცა ყოველი აივანზე გასვლა და მერე გიკვირდათ, რატომ არსად არ დავდიოდი….

შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ? უფრო მეტად რომ გაგგიხანგრძლივო სიამოვნება, გეტყვი, რომ თვითმკვლელობაზე ვიფიქრე არაერთხელ. შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არცერთი ნაბიჯი. ვერ შევირგე ევროპაში ეს ერთი წელი, რადგან სულ იმაზე ვფიქრობდი, სად, ან როგორ იყავი, რას შვებოდი, რას გრძნობდი, ან რას ფიქრობდი. გულწრფელად გისურვებ ყველაფერ კარგს. დაე, ისე იყოს ყველაფერი, როგორც შენ გინდა….” – ნათქვამია წერილში.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდათ თამარ ბაჩალიაშვილსა და ნიკა გეჯაძეს, გეჯაძე პასუხობს, რომ: “მხოლოდ სამსახურეობრივი, მე მისი პირადი თითქმის არაფერი ვიცოდი. როგორც ნებისმიერ სხვა თანამშრომელთან, ისეთი ურთიერთობა მქონდა თამართან”.

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რატომ დაუშვით რომ ეს არის თამარის გამოგზავნილი წერილი, ნიკა გეჯაძე პასუხობს: “მანდ [წერილში] ეწერა, რომ ერთი წელი იყო საზღვარგარეთ და რომ გადავხედე ჩემს სანაცნობოს, ჩემს მეგობრებს ვერავის ვერ დავუკავშირე სხვას.. მაგრამ ვერც ის დავუშვი.. იმიტომ რომ თამუნა არ ყოფილა ერთი წლით, იყო ოთხი თვით წასული. მომერიდა, არ მქონდა ეგეთი ურთიერთობა, რომ თქვენ ხომ არ გამომიგზავნეთ ეს სასიყვარულო წერილი, მეკითხა”.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი

14:18 05-22-2026
“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
ახალი ამბები

“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

12:30 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved